
- This event has passed.
მერაბ აბრამიშვილი – საიუბილეო გამოფენა
25 ნოემბერი 2022 16:00 - 29 იანვარი 2023 18:00

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ცნობილი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მხატვრის ოჯახის, ეროვნული გალერეისა და კერძო კოლექციებიდან.
მერაბ აბრამიშვილის პერსონალური მხატვრული ფორმა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოიკვეთა: ინტერესი შუა საუკუნეების ფრესკისა და აღმოსავლური მინიატიურისადმი, მონუმენტური ფორმისა და რაფინირებული დეკორატიულობისადმი.
მხატვარმა შუა საუკუნეებში დამკვიდრებულ ლევკასის ტექნიკას მიმართა და დაზგურ მხატვრობაში ფრესკისათვის დამახასიათებელ ხატოვნებას მიაღწია.
მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები პირველად 2013 წელს გამოჩნდა სოთბის აუქციონზე და მას შემდეგ ის სისტემატურად ფიგურირებს სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე.