Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მაკა ბატიშვილის პერსონალურ გამოფენას „სიჩუმის დარღვევა“

14 მაისი 2023 17:00 - 2 ივნისი 2023 17:00

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ მაკა ბატიშვილის პერსონალურ გამოფენას „სიჩუმის დარღვევა“.

მაკა ბატიაშვილი 1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.  ხელოვანს  აქტიური საგამოფენო ისტორია აქვს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ.

ეროვნულ გალერეაში  მაკა ბატიაშვილის  პერსონალური გამოფენა  პირველად იმართება და  ის აერთიანებს ბოლო პერიოდში შექმნილ მის ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებს. ნამუშევრების თემა ადამიანი და მისი გარემომცველი სამყაროა . დამთვალიერებელს ხვდება ადვილად საცნობი მხატვრისეული ნარატივები  ახალი  ემოციური გზავნილებით.

ლოკდაუნის პირობებში, როცა  ურბანული ხმები შეწყდა, ჰაერი  გაიწმინდა…სანაცვლოდ, ახალ რეალობაში აღმოვჩნდით , ახალი შეგრძნებებით, მათ შორის,  გაისმა  ხმები , რომელსაც  ყოველდღიური ხმაური თრგუნავდა. მხატვრის თქმით, ქალაქის რიტმი გაჩერდა და გაისმა ფრინველთა ხმამაღალი სიმღერა ჰაერში..  ასე გაჩნდა  თემა და  გამოფენის სათაური.

გამოფენის გახსნა და კატალოგის პრეზენტაცია – 14 მაისს, 17:00 საათზე.

გამოფენის მხარდამჭერია RIA KEBURIA FOUNDATION

Details

Start:
14 მაისი 2023 17:00
End:
2 ივნისი 2023 17:00

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.