
- This event has passed.
ლევან ხარანაულის გამოფენა . საქართველოს ეროვნული გალერეა
19 ოქტომბერი 2023 18:00 - 15 ნოემბერი 2023 18:00

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენას მასპინძლობს.
ლევან ხარანაული თბილისში, 1963 წელს დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (ფარნაოზ ლაპიაშვილის კლასი). 1978 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გაფორმებული აქვს წიგნები. ლევან ხარანაული ხატავს იმას, რაც მასშია და მის ირგვლივაა, რაც ახარებს, რაც უყვარს და რაც ადამიანურობას უნარჩუნებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, ჩამოხსნილი მხატვრისა და მისი ახლობლების სახლების კედლებიდან და ლევან ხარანაულის მთელ ბიოგრაფიას გვაცნობს.
გამოფენა გაიხსნება 19 ოქტომბერს 18:00 საათზე და 15 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.