Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

აკრძალული ხელოვნება – კარლო გრიგოლია (1927-2014)

4 მარტი 18:00 - 20 მარტი 18:00

მოქანდაკე კარლო გრიგოლიას ნამუშევრების  პერსონალურ გამოფენა მხატვრის 60-წლიან ( XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ახალი მილენიუმის პირველი წლების ჩათვლით) აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას მოიცავს.   ექსპოზიცია აერთინებს მოქანდაკის აბსტრაქტულ და ფიგურატიულ კომპოზიციებს, საპარკო ქანდაკებებსა და გრაფიკული ნამუშევრებს.   

  კარლო გრიგოლია 1927 წელს დაიბადა სენაკში. სამხატვრო აკადემიაში ნიკოლოზ კანდელაკისა და შოთა მიქატაძის სახელოსნოებში სწავლობდა. ის ნონკონფორმისტ მოქანდაკედ არის მიჩნეული – მისი შემოქმედება არ ესადაგებოდა სოციალისტური რეალიზმის   დოქტრინას. თუმცა,  მხატვარი არასდროს ყოფილა არც დისიდენტი და არც ღიად დაპირისპირებია სისტემას. უბრალოდ, გრიგოლიას მიერ შექმნილი პლასტიკა შორს იდგა  მონუმენტური პროპაგანდის   იდეოლოგიზებული  ხელოვნებისგან; ის არც ქართული პატრიოტული ქანდაკების სტილისტიკას შეესაბამებოდა:  აბსტრაქტული, სამგანზომილებიანი კომპოზიციები, რომლებსაც მოქანდაკე  „პლასტიკურ ფორმებს“ უწოდებდა და მეზოამერიკული თუ აფრიკული ქანდაკებით შთაგონებული პორტრეტები, სრულიად უცხო იყო საბჭოთა ხელოვნების კონტექსტისთვის. მიუხედავად ამისა, მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე, მოქანდაკე  საკუთარი პრინციპებისა და ხედვის ერთგული დარჩა.   

 საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, XX საუკუნის 90-იან წლებში, კარლო გრიგოლია ვაშინგტონის თანამედროვე ქანდაკების საერთაშორისო ცენტრის  წევრი გახდა და პარალელურად   საქართველოს ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციას  ჩაუდგა სათავეში.  მიუხედავად ამისა, მისი სახელი კვლავ უცნობი  რჩებოდა ფართო აუდიტორიისათვის.

დღეს, კარლო გრიგოლია ქართული მოდერნისტული ქანდაკების ერთ-ერთ ფუძემდებლად  ითვლება.  

 

 

დეტალები

დასაწყისი:
4 მარტი 18:00
დასასრული:
20 მარტი 18:00
Website:
http://museum.ge

ორგანიზატორი

საქართველოს ეროვნული გალერეა
ტელეფონი:
+ (995 32) 215 73 00

ადგილი

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
ტელეფონი:
+ (995 32) 215 73 00

© 2023. ALL RIGHTS RESERVED.