Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ავტოპორტრეტი სარკესთან

4 თებერვალი 2023 16:00 - 20 თებერვალი 2023 17:00

 

ავტოპორტრეტი, როგორც ერთგვარი შუამავალი ხელოვნება, ხილულისა და სიმბოლურის, ცნობიერისა და პერსონალური/ტრანსპერსონალური არაცნობიერის ზღვარზე არსებობს. საკუთარი თავის წარდგენის პირობებში ის მე-ზე, როგორც სუბიექტ-ობიექტზე და თანადროულ კულტურულ ფენომენებზე დაკვირვებას გვთავაზობს და მოიცავს ერთდროულად, როგორც რეფლექსიას სხვადასხვა გამოცდილებებში მყოფ შემოქმედზე, ასევე მასში დაბუდებულ უცხოზე, „სხვაზე“, თუ მოუხელთებელ „სხვებზე“.

დავით კაკაბაძის მიერ ავტოპორტრეტების („ავტოპორტრეტი სარკესთან”, „ავტოპორტრეტი ბროწეულებით“, „ავტოპორტრეტი რუხ ხალათში“)  შექმნიდან 110 წლის შემდეგ, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან, მრავალშრიან და ენიგმატურ ფენომენს ხელოვნებაში, როგორც ავტოპორტრეტია, რომელიც არა მხოლოდ პიროვნების თვითრეფლექსიის ფორმაა, არამედ მხატვრის თანადროული ეპოქის სიმბოლური განსახიერება.

ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს პერიოდს XIX საუკუნიდან დღევანდელობამდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის ქართველ მხატვარს (აგრეთვე პოეტს), ბოლო ასი წლის განმავლობაში შექმნილი ავტოპორტრეტების რეტროსპექტივაა. საკუთარი თავის შეცნობისაკენ სწრაფვის გამოხატულებების ერთობა განსაკუთრებული შესაძლებლობაა თვალი გავადევნოთ საუკუნოვან პროცესს, თუ როგორ ირეკლება ავტორი სამყაროში და პირიქით – გარემო მის გამოსახულებაში.

კურატორი: ქეთევან (ქეთი) შავგულიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

გამოფენას წარმოგიდგენთ კულტურის ცენტრი ATINATI’S

ღონისძიება ეძღვნება აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლისთავს.

გამოფენის გახსნა: 4 თებერვალი, 16.00

გამოფენის გახსნაზე ხელოვანი ანდრო დადიანი წარმოადგენს პოეტური ავტოპორტრეტების რევიუს მოდერნიზმიდან თანამედროვეობამდე.

 

 

Details

Start:
4 თებერვალი 2023 16:00
End:
20 თებერვალი 2023 17:00
Website:
http://museum.ge

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.