გალერეა ”ვარლა”
გალერეა ”ვარლა”

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა-გალერეა „ვარლა“ დაარსდა 2001 წელს.

გალერეის ხელმძღვანელი- ვალერიან მეძმარიაშვილი(გრაფიკოსი, ფერმწერი)

პრიორიტეტული მიმართულება-გალერეის მიზანია ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა, ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია. გალერეაში ეწყობა პერსონალური და ჯგუფური გამოფენები, ასევე, გამოფენა–გაყიდვები, რომლებიც არის როგორც ადგილობრივი, ასევე გასვლითი ხასიათის. "ვარლაში" 50-ზე მეტი ვერნისაჟი გაიმართა. გალერეამ უმასპინძლა 2001-2003 წლებში ქუთაისში ჩატარებულ ფერმწერთა V და VI საერთაშორისო პლენერის მონაწილეთა გამოფენებს; მოქანდაკეთა I და II საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს. 2014-2018 წლებში დამკვიდრდა საშობაო და წლის იუბილართა გამოფენების ორგანიზება. ეწყობა საქველმოქმედო ხასიათის აქციებიც.

მხატვართა წრე- ვალერიან მეძმარიაშვილი, აკაკი კიკვაძე, ჯეირან ფაჩუაშვილი, მერაბ ვალიკოვი, თემურ ძიძიგური, ზურაბ ნიჟარაძე, დიმიტრი შანიძე, გივი კაპანაძე, ირმა კუხიანიძე, თეა სულაბერიძე, თამარ (ბაილა) ჭეიშვილი, გიორგი ჭიღლაძე, ზაურ მჟავანაძე, ანატოლი დარსაძე, ვაჟა ქუთათელაძე, ანტონ ჩოგოვაძე,ამირან ჩიტეიშვილი,ქეთევან მიქავა,გოჩა ჩხაიძე, არჩილ ჩოგოვაძე, მიხეილ ჩოგოვაძე, ჯავა ჭეიშვილი, ვლადიმერ ხაჯაველიძე, თედო მანჯგალაძე, ვიტალი კაპანაძე, გივი იობიძე, სერგო ქობალია, ავთანდილ აბესაძე, გურამ გეგია, დიმიტრი შანიძე, ავთანდილ ჯიბუტი, ავთანდილ აბესაძე, დავით ქუთათელაძე, თორნიკე ტურაბელიძე, ბესიკ ცნობილაძე, ირაკლი სვანიძე, გიორგი კილაძე, ავთანდილ ტატანაშვილი, ხათუნა ტყემალაძე და სხვ.

საგამოფენო სივრცე- 120 კვ.მ.

საკონტაქტო ინფორმაცია
გალერეის სამუშაო საათები: ყოველდღე, გარდა კვირისა, 11.00 – 18.00
ვარლამიშვილის ქ. #16, ს/ი 4600, ქუთაისი, საქართველო
+995 231 5 24 71
iza_kobuladze@mail.ru






Search