ბაია გალერეა
ბაია გალერეა

Start/Pause
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
“ბაია გალერეა” (ყოფილი გალერეა “ორიენტი”) დაარსდა 1992 წელს.
“ბაია გალერეა” დღემდე მოქმედი პირველი კერძო გალერეაა საქართველოში. ის 300-მდე გამოფენის ორგანიზატორია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
გალერეის მოღვაწეობის სფერო - გამოფენა, აქცია, აუქციონი, კონსულტაციები კოლექციონერებისათვის
ძირითადი პროგრამა - XX -XXI სს. ქართული ხელოვნება
ძირითადი მიმართულება - ხელოვნება ინტერიერში, კერძო კოლექცია და კულტურული მემკვიდრეობა, მხატვარი – გალერეა –კოლექცია
საინფორმაციო მომსახურება - ხელოვნების ნიმუშების შეფასება
გალერეა მოგაწოდებთ ინფორმაციას თანამედროვე ქართული ხელოვნების შესახებ, დაგეხმარებათ კოლექციის შექმნაში.
ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით გალერეა გთავაზობთ საქართველოში მოღვაწე მხატვრების ნახატების პლაკატებს, წიგნებსა და კატალოგებს.
დამფუძნებელი და დირექტორი - ბაია წიქორიძე /ხელოვნებათმცოდნე/


სტრატეგია / პრიორიტეტული მიმართულებები
“ბაია გალერეა” დაარსებიდან დღემდე, აქტიურად მონაწილეობს ქართული ხელოვნების განვითარების პროცესში და მუშაობს თანამედროვე და ქართული კულტურული მემკვიდრეობის - XX საუკუნის ხელოვნების – პოპულარიზაციაზე.
გალერეა თქვენი კოლექციისათვის გთავაზობთ XX საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, რომლებიც მის მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენენ. ეს მხატვრებია: ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, სერგო ქობულაძე, თამარ თავაძე, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, ვალერიან სიდამონ – ერისთავი, პეტრე ბლიოტკინი, კორნელი სანაძე, ირაკლი გამრეკელი, სოლომონ ვირსალაძე, კირილე ზდანევიჩი, ალბერტ დილბარიანი, ლევ ბაიახჩევი, კოკა იგნატოვი, ირაკლი ფარჯიანი, სერაპიონ ვაწაძე, ვანო მელიაშვილი, მერაბ აბრამიშვილი, ზაზა ბერძენიშვილი, ჯემალ კუხალაშვილი, გოგი ჩაგელიშვილი, ზურაბ ნიჟარაძე და სხვები.
მნიშვნელოვანი პროექტები:-სამეცნიერო: "პოსტმოდერნიზმი ტრანსკავკასიაში", ფონდი ღია საზოგადოება, საქართველო
-საგამომცემლო: ჟურნალი "არტ მარკეტი"(#1,2) ფონდი ღია საზოგადოება, საქართველო
კატალოგები:
"ფანტასტიკური ქალაქი" 2005; "საწყისი სივრცე" 2007;"ელენე ახვლედიანი კერძო კოლექციებიდან" 2009; "კოტე მარჯანიშვილი და თეატრის მხატვრობა" 2010; თამაზ კაკაბაძე, ოლეგ ტიმჩენკო "ნოსტალგია",
ვალენტინ შერპილოვი /კალენდარი/; ირაკლი ფარჯიანი "ესკიზი, ილუსტრაცია" 2010; ირაკლი ფარჯიანი"ბერლინის ციკლი"2015; მერაბ აბრამიშვილი 2010,2016 ...


საკონტაქტო ინფორმაცია
გალერეა მუშაობს ყოველდღე. სამუშაო საათები 12.00 – 19.00.

თბილისი, ინგოროყვას ქ. #19a
+995 99 50 53 02
+995 99 27 54 72
baiagalleryexpo@gmail.com
www.baiagallery.ge

















Search