გალერეა 'შარდენი'
გალერეა 'შარდენი'

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
შპს გალერეა “შარდენი” დაარსდა 1998 წელს.
გალერეაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, სადაც გამოფენილია კლასიკოს და თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრები, ასევე თანამედროვე ტიხრული მინანქრის კოლექცია.
გალერეაში თვეში ერთხელ იმართება მხატვართა იმ ჯგუფის წევრების პერსონალური და ჯგუფური გამოფენები, რომლებიც თანამშრომლობენ გალერეასთან.
დამფუძნებლები: მაია ნოზაძე /ხელოვნებათმცოდნე/, ია დვალი /ხელოვნებათმცოდნე/, ხათუნა ჩხეიძე /ხელოვნებათმცოდნე/
დირექტორი: მაია ნოზაძე

სტრატეგია / პრიორიტეტული მიმართულებები
თანამედროვე ქართული სახვითი და დეკორატიული ხელოვნების პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა. გალერეის პრიორიტეტული მიმართულებები: ტიხრული მინანქარი და ფერწერა.
გალერეა ორგანიზატორია მინანქრის საერთაშორისო ბიენალესი – ”ახალი ტალღა”, რომელიც 2004 და 2006 წლებში ჩატარდა თბილისში.

საკონტაქტო ინფორმაცია
იურიდიული მისამართი: 0105 ფალიაშვილის 33ა, თბილისი, საქართველო
ფაქტიური მისამართი: 0108 რუსთაველის პრ. 13 (სასტუმრო “თბილისი მარიოტი”), თბილისი, საქართველო
+995 32 2 99 09 25
chardin.gallery@gmail.com





Search