გალერეა “ვანდა”
გალერეა “ვანდა”

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
გალერეა “ვანდა”(ყოფილი "ჰობი"), ერთ-ერთი პირველი კერძო გალერეა საქართველოში. გალერეა დაარსდა 1994 წელს .დამფუძნებელი და დირექტორი
ვანდა მუჯირი /მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე/
+995 599 569 971 / vandahobby@hotmail.com

სტრატეგია /პრიორიტეტული მიმართულება
ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია, ხელოვნების თანამედროვე მიმართულებების ხელშეწყობა და განვითარება.
გალერეა “ვანდა” თვლის, რომ ახალგაზრდა ქართველი მხატვრების მაღალი დონე იმსახურებს აღიარებას საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
გალერეა “ვანდა” ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას სახვითი ხელოვნების ყველა სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და პროცესების შესახებ. ეს არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნებისა და თაობების მხატვრები ხვდებიან და უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებასა და შეხედულებებს, აცნობენ ფართო საზოგადოებას თავის შემოქმედებას.
გალერეა “ვანდა” ამ მისიას განახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთ თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების გამოფენების ორგანიზებით, აგრეთვე უცხოელ შემოქმედთა მოწვევით და მათი ნამუშევრების ექსპონირებით თბილისში. გალერეა “ვანდა” ქმნის საუკეთესო ატმოსფეროს სხვადასხვა შეხედულებათა ურთიერთგაზიარებისათვის, რისთვისაც აწყობს სახვითი ხელოვნების, მუსიკისა და პოეზიის თემატურ საღამოებს.

ინტერესთა სფეროები - ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, გამოყენებითი და საიუველირო ხელოვნება.
მოღვაწეობის ფორმები - სხვადასხვა სახის გამოფენები (პერსონალური, ჯგუფური, თემატური, მემორიალური), საქველმოქმედო აქციები, კონკურსები, პერფომანსები და პრეზენტაციები, ახალი ტალანტების წარმოჩენა.
გალერეა სთავაზობს კოლექციონერებს და ყველა დაინტერესებულ პირს მაღალკვალიფიციურ რჩევებსა და კონსულტაციებს ხელოვნების სფეროში.

მხატვართა წრე
გალერეა თანამშრომლობს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ღირსეულ წარმომადგენლებთან, რომელთაც უკვე დაიმკვიდრეს ადგილი ქართულ და მსოფლიო კულტურულ სივრცეებში. ასევე ცდილობს აღმოაჩინოს ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანები და გააცნოს ისინი ფართო საზოგადოებას, რაც ხელს შეუწყობს მათ შემოქმედებით ზრდასა და პოპულარიზაციას.

გალერეამ 2004 წელს დააფუძნა ბავშვთა ნამუშევრების ყოველწლიური გამოფენა-კონკურსი “ოქროს პალიტრა”, რომლის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ბავშვები და სტიმული მისცეს მათ მომავალი შემოქმედებისთვის.


საკონტაქტო ინფორმაცია
სამუშაო საათები 12.00-19.00./ყოველდღე/
ჭონქაძის ქ. #14, თბილისი, საქართველო
+995 32 934 286
+995 99 569 971
welcome@vandaart.gallery
vandahobby@hotmail.com
vandagallery.com






Search