საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანება
საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანება

Start/Pause
საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანება დაფუძნების თარიღი 03/02/2012
თავმჯდომარე - გურამ ცერცვაძე


შემოქმედებითი გაერთიანების ძირითადი მიზანია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ხელშეწყობა, ქართული ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა. ქართული მხატვრობის პოპულარიზაცია როგორც ჩვენ ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს გარეთ, მხატვართა შემოქმედებითი და სოციალური უფლებების დაცვა,ჰუმანიტარული საქამიანობა. გაერთიანების უმაღლესი ორგანოა გაერთიანების წევრთა ყრილობა, ყრილობა ირჩევს თავმჯდომარეს და გამგეობას. ორგანიზაციის საქმიანობას წარმართავს თავმჯდომარე. გაერთიანებაში გათვალისწინებულია საქალაქო და რეგიონალური ორგანიზაციები.


გაერთიანების ეგიდით 2012 წლის 20-28 მაისს და 22-28 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა თანამედროვე მხატვართა (ფერწერა,გრაფიკა,ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება) გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო როგორც ღვაწლმოსილმა და ცნობილმა, ასევე ახალგაზრდა მხატვრებმა.
(მონაწილეობდა 80 მხატვარი) გამოიცა ორივე გამოფენის ალბომი. გაერთიანება მომავლშიც მრავალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, ქ. თბილისი, ჯანაშიას 26
+99532 2292257
+995599403980
guram-tsertsvadze@mail.ru






Search