ART CONTACT TBILISI
ART CONTACT TBILISI

Start/Pause
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ART CONTACT TBILISI
დაარსდა 05.12.2011
მარეგისტრირებელი ორგანო საჯარო რეესტრი
საერთაშორისო კულტურული ცენტრის საქმიანობა:
1. სახელოვნებო საქმიანობა
2. საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება საქართველოში
3. ქართველი მხატვრების ორგანიზება საზღვარგარეთ
4. საერთაშორისო სამხატვრო კონკურსების მოწყობა
5. აუქციონების ჩატარება
6. მხატვართა გაცვლითი პროგრამები
მისია:
საქართველოში ქართული სახვითი ხელოვნების კერძოდ ვიზუალური არტის დანერგვა და დიაპაზონის განვითარება. საერთაშორისო გამოფენის ყოველწლიურად ჩატარება მოხდეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. აქტიური ჩაბმა სხვა და სხვა ქვეყნებისა. უცხოელ და ადგილობრივ პროფესიონალებს შორის თანამშლომრური ყრთიერთობის განვითარება. ციფრული ხელოვნების და ფოტოს არსენალის გაფართოება საქართველოში დამწყებ არტისტთათვის მასტერ-კლასების ჩატარების ხელშეწყობა. ახალი მედია ტექნოლოგიების გაცნობა და სამომავლოდ დანერგვის ხელშეწყობა. მომავალი არტისტების ინფორმირებულობის გაზრდა ციფრული ხელოვნების და ფოტოს სფეროში.
პრიორიტეტი:
ქართული მედია-არტის ინსტიტუციონალური დამკვიდრება, ევროპულ სივრცეში. მისი საერთაშორისო კონვერტიზაცია და ქართველ მხატვართა დამოუკიდებელი არტსტული მარკეტირება. ამასთანავე ქართული ვიზუალური ხელოვნება თავის მხრივ უნდა მოგვევლინოს ევროპულ არტისტთათვის ახალ მხატვრულ სააზროვნო პრინციპთა და თუნდაც იდეათა თავისებურ გენერატორად. სამომავლოდ გამოფენები ჩაფიქრებულია ფერწერისა და ფოტოხელოვნებათა ჩანაცვლების პრინციპით, რათა არ დაიკარგოს დაზგური ხელოვნების ის ევროპული საფუძვლები, რომელიცაა დაფუძნებული ვიზუალური აზროვნების დღევანდელი გაგება, ტრანსფორმირებული უახლეს ტექნოლოგიებად და მოდიფიცირებული ისეთ მხატვრულ-სააზროვნო მეთოდებთან, რომლებიც დღეს გვევლინებიან აქტუალური ხელოვნების ძირეულ პრინციპად.
ორგანიზაციის ისტორია:
1992 წელს ქ. თბილისში დაარსდა გალერეა “TACITA” მაკა რაზმაძის თაოსნობით. ესაა ფაქტობრივად პირველი დამოუკიდებელი საგალერეო ინსტიტუცია პოსტსაბჭოთა საქართველოში. 1992 წელს “TACITA"-მ მიიღო მონაწილეობა არტ-მოსკოვში სადაც პირველმა გააერთიანა ქართველი მხატვრები მსოფლიო კომპიუტერულ მონაცემთა ბანკში. 1994 წელს საქართველოში მყოფი უცხოელი დონორებისთვის მადლობის ნიშნად გამართდა შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში თანამედროვე ქართველ მხატვართა გამოფენა სახელწოდებით "საჩუქარი"/GIFT/. ასევე “TACITA-მ ფიროსმანის ფონდის გადასარჩენად გადარიცხა გარკვეული თანხა შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში. ასევე ქართველ ემიგრანტთა ფორუმს მიუძღვნა თანამედროვე ქართველ მხატვართა გამოფენა ბიზნეს ცენტრში საფრანგეთის საელჩოს ეგიდით. “TACITA"-მ მონაწილეობა მიიღო პროექტში ნანტი-თბილისი.
“TACITA"-ს ინიციატივით და აქტიური ხელშეწყობით 1992 – 1997 წლებში თბილისში სხვა და სხვა სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეში მართავდა არაერთ გამოფენას იმავე ხანებში გალერეამ მიიღო მოწვევა “ART- EXPO”-ში მონაწილეობის მისაღებად სინგაპურში.
“TACITA"–მ აქტიური მუშაობა განაახლა 2011 წელს, მოაწყო თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქარვასლა” საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით "ევროპა – ახალი იდენტობის ძიებაში". 2011 წელს “TACITA "–მ შეიცვალა სახელწოდება და გახდა კულტურული ცენტრი “ART CONTACT TBILISI”.

საკონტაქტო ინფორმაცია
mak_razmadze@yahoo.com
599 65 81 82 (მაკა რაზმაძე)
www.facebook.com/artcontacttbilisi






Search