ტრამი
ტრამი

Start/Pause
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია ტრამი (ტრანსფორმირებადი არტ მოდული) დაარსდა 2003 წ. ანა რიაბოშენკოს (მხატვარი, კურატორი) და მართა თაბუკაშვილის (არქიტექტორი, კურატორი) მიერ. 2007 წელს ტრამი იქნა ოფიციალურად დარეგისტრებული, როგორც არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია.

სტრატეგია/პრიორიტეტული მიმართულებები
ჯგუფი კონცენტრირებულია თავისი ვებ-გვერდის გარშემო, რომელიც მედიატორის როლს ასრულებს საზოგადოებასა და ქართული თანამედროვე ხელოვნების შორის.
ძირითადი მიზანია თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა საქართველოში

ფონდ ტრამს განხორციელებული აქვს არაერთი საერთაშორისო და ლოკალური სამხატვრო ღონისძიება, ახასიათებს ახალი ნოვატორული იდეების გატარება პრაქტიკაში. ხელმძღვანელობს რამოდენიმე მთავარი უპირატესობით - ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებას, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, ეხმარება თანამედროვე ქართველ ხელოვანებს ურთიერთობის დამყარებაში თავიანთ უცხოელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.
გუნდი შედგება პროფესიონალი კურატორებისა და მხატვრებისაგან, რომელიც დაკავებულია თანამედროვე ხელოვნების მულტიდისციპლინარული ფორმებით. გუნდი გენერაციას უწევს ახალ საინტერესო იდეებს, ანხორციელებს და მონაწილეობს ხელოვნების სხვადასხვა პროექტებში, თანამშრომლობს სხვადასხვა ჯგუფთან, ორგანიზაციებსა და კერძო პირებთან.

ტრამი დაინტერესებულია ხელოვნებისათვის განკუთვნილი საზღვრების გაფართოვებით, ფართო საზოგადოებისათვის თანამედროვე ხელოვნების გაცნობით და ახალი საინტერსო სივრცეების პოვნით თანამედროვე ხელოვნების პრეზენტაციისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია
anamalia9@gmail.com
www.tram.ge






Search