არტ–ჯგუფი
არტ–ჯგუფი "სტიგმატი"

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
















ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
მულტი-მედია არტ ჯგუფი - ”STIGMAT”-ი და ”დაბალი რეზოლუციის ვიდეო”. ჯგუფი დაარსდა 2006 წელს. ჯგუფის საქმიანობა მოიცავს იმპროვიზირებული და სპონტანური მინი-კინოს (კინო-პოეზია – FILM-POETRY) გადაღებას და ცოცხალი პერფორმანსების დადგმას.
ორგანიზაციის დამფუძნებელი - მულტიმედია არტისტი, პოეტი, გიორგი კახიძე (ბუნდოვანი)
არტ–ჯგუფში გაერთიანებული არიან პოეტები და არტისტები: გიორგი ბუნდოვანი, მიხეილ გისტი, მარიკა ჟორჟოლიანი, ალფრედ კარკლინისი, მანანა დარსალია.

სტრატეგია/პრიორიტეტული მიმართულებები
ახალი და ინდივიდუალური მინი-კინოს მიმდინარეობის დანერგვა ქართულ არტ-რეალობაში.
ჯგუფს 2011 წლის ოქტომბრის ჩათვლით უკვე გადაღებული აქვს 47 მინი-არტ ფილმი მინი-კინოს (კინო-პოეზია – FILM-POETRY) და გამართული აქვს 15 ჩვენება-პრეზენტაცია, ასევე 3 ცოცხალი პერფორმანსი.

ღონისძიებები
არტ-ჯგუფი -”STIGMAT”-ი მუდმივად მართავს თავისი ახალი მინი-არტ ფილმების პრეზენტაცია-ჩვენებებს და ცოცხალ პერფორმანსებს სხვადასხვა კულტურულ და არტ-სივრცეებში, ფესტივალებსა თუ გალერეებში. ჯგუფმა 2011 წლის ჩათვლით უკვე მონაწილეობა მიიღო 4 საერთაშორისო არტ-ფესტივალზე: „ARTISTERIUM-2010” (საქართველო); “ARTBATFEST-2011” (ყაზახეთი-ალმაატა); “FEST I NOVA-2011” (საქართველო, სოფელი - გარიყულა); „ARTISTERIUM-2011“ (საქართველო). ასევე ადგილობრივ არტისტულ „ვორქ-შოპებსა“ და ერთობლივ არტისტულ გამოფენებში.
„სტიგმატი“ შესულია ზემოდ ჩამოთვლილი ფესტივალების კატალოგებში. 2011 წელს, მულტიმედია არტ-ჯგუფ „STIGMAT” სა და ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge გახდა მულტიმედია არტ-ჯგუფ „STIGMAT”-ის პრომოუტერი! ჯგუფი „STIGMAT”-ი იღებს ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს lib.ge-ს მიერ დაგეგმილ არტ-ღონისძიებებში და ხელოვნების სფეროში აქტიურად ითანამშრომლოს მასთან.

საკონტაქტო ინფორმაცია
gbundovani@yahoo.com
sveshat@meta.ua






Search