ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

Start/Pause
ICOM (International Council of Museums) წარმოადგენს მუზეუმებისა და მუზეუმების პროფესიონალთა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ემსახურება მსოფლიოს ბუნებრივი და კულტურული, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის კონსერვაციას, განვითარებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.
ICOM-ი დაარსდა 1946 წელს. იგი წარმოადგენს UNESCO-სთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია საკონსულტაციო სტატუსი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში. ამჟამად ICOM-ის ეროვნული კომიტეტები ფუნქციონირებს მსოფლიოს 117 ქვეყანაში.
ICOM-ის სტრატეგიული გეგმა მტკიცდება მისი გენერალური ასამბლეის მიერ და ხორციელდება ICOM-ის სამდივნოს, ასევე ICOM-ის ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტების მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ICOM-ის პროგრამების რეალიზებაში.
ICOM-ის საქმიანობა და აქტივობები პასუხობს სამუზეუმო პროფესიის საჭიროებებს და ფოკუსირებულია შემდეგ თემებზე:
პროფესიულითანამშრომლობადაგაცვლები; ცოდნის გავრცელება და მუზეუმების გაცნობა საზოგადოებისათვის; მუზეუმების მუშაკთა თრეინინგი; პროფესიული სტანდარტების ამაღლება; პროფესიული ეთიკის დეტალური დამუშავება და პოპულარიზაცია; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობით უკანონო ვაჭრობასთან.
პრეზიდენტი : კლაუს-მარტინ ჰინცი
http://icom.museum

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
დაფუძნების თარიღი: 2006 წელი
პრეზიდენტი: ინგა (კლარა) ქარაია
მდივანი: მარიამ ბურჭულაძე


საქმიანობა:
ხელშეწყობა საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სრულყოფისათვის; ხელშეწყობა საქართველოში ICOM-ის პროგრამების გავრცელებისა და რეალიზაციისათვის; თანამშრომლობა UNESCO-სთან, ICOM-სა და ICOM-ის ეროვნულ, საერთაშორისო კომიტეტებსა და სხვა პროფესიულ ორგანიზაციებთან; ხელშეწყობა საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარების, მუზეუმების პროფესიონალთა ინტერესების დაცვისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; საერთაშორისო და ადგილობრივი თრეინინგების პროგრამების, სემინარების, კონფერენციების მომზადება და ორგანიზება, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გამოცემა; თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან სამუზეუმო საქმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში; ადგილობრივი და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების ინფორმირება სამუზეუმო საქმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია
(+995 77) 725 450
(+995 93) 165 256
ingakaraia@gmail.com
mburchuladze@yahoo.com
www.georgianmuseums.ge





Search