გეოეარი
გეოეარი

Start/Pause
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ) გეოეარი
დაარსების თარიღი 2003 წელი, იურიდიულად რეგისტრირებულია 2007 წლიდან.

გეოეარი არის არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2003 წელს თბილისში.

სტრატეგია/პრიორიტეტული მიმართულებები
გეოეარი აწყობს და ხელს უწყობს საერთაშორისო გაცვლითი პროექტების ორგანიზებას, რომელთა მიზანია ქართული და კავკასიური სახელოვნებო სივრცის გაძლიერება, უცხოელი ხელოვანების კავკასიელ ხელოვანებთან დაკავშირება და მათთვის შესაბამისი სამუშაო კონტექსტის მოძიება. გარდა ამისა, გეოეარი აძლიერებს ინტერესს და ყურადღებას ხელოვნების სფეროს მიმართ ამ კონკრეტულ რეგიონში. ბოლო წლების განმავლობაში გეოეარმა დაიმკვიდრა შუამავალის ადგილი კონკრეტული ინდივიდების და ორგანიზაციებისთვის, რომელებიც კავკასიის რეგიონის სახელოვნებო სცენასთან ეძებენ კავშირს.

2008 წლიდან გეოეარმა ჩამოაყალიბა პროექტი "არქიდრომი – თანამედროვე ხელოვნების არქივი”. არქიდრომის მიზანია ქართველი ხელოვანების პორტფოლიოების შეგროვება შემეცნებისა და სამეცნიერო კვლევისათვის. აგრეთვე ქართულ სახელოვნებო და საზოგადო სივრცეში თანამედროვე ხელოვნების ტენდენციების გაცნობა და ადგილობრივ ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა. ამ მიზნების განსახორციელებლად, არქიდრომი რეგულარულად აწყობს ხელოვანთა ნამუშევრების პრეზენტაციებს, რის შემდეგაც მოძიებული მასალა ინახება არქიდრომის ბიუროში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ მათ არქიდრომის ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით. გარდა ამისა, ბიუროში ინახება ინფორმაციაკავკასიის რეგიონში მიმდინარე თუ უკვე ჩატარებული თანამედროვე ხელოვნებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.

2010 წლიდან გეოეარმა დააარსა რეზიდენცია კურატორებისა და ხელოვანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოთი და კავკასიის რეგიონის სახელოვნებო და კულტურული სივრცით. რეზიდენციის პროგრამა კურატორებსა და ხელოვანებს სთავზობს საშუალებას დაფუძნდნენ თბილისში და გამოიყენონ ეს ადგილი როგორც საწყისი წერტილი კავკასიის რეგიონში კავშირების დასამყარებლად. ამ პროგრამის მეშვეობით გეოეარის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს და გააღრმავოს თანამშრომლობა კავკასიის და საერთაშორისო ხელოვანებს, კურატორებსა და კულტურულ ორგანიზაციებს შორის.

საკონტაქტო ინფორმაცია
საგურამოს ქ. 22, 0112, თბილისი, საქართველო
infogeoair@gmail.com
www.geoair.com




Search