თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი

Start/Pause
ორგანიზაცია და მენეჯმენტი
ახალდაფუძნებული ცენტრი არის ღია ინსტიტუცია, რომელიც მუშაობს თანამედროვე ვიზუალური კულტურის კონტექსტუალიზაციასა და განვითარებაზე. ცენტრი ხელს უწყობს ქართველ და უცხოელ ხელოვანებს, რათა მათ თავიანთი შემოქმედება ეფექტურად წარადგინონ ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიენციის წინაშე.
ცენტრი მიზნად ისახავს თანამედროვე ვიზუალური კულტურის მოთხოვნების სტიმულირებას ადგილობრივი და საზღვარგარეთის ქვეყნების მასშტაბით. ამ მოთხოვნის ნაწილია მოდერნიზმის დავიწყებული გრძელი პერიოდის წარმოჩენა, რაც საბჭოთა ცენზურის გამო შემოკლებული იყო.
თავმჯდომარე - ვატო წერეთელი

სტრატეგიები / პრიორიტეტები
ცენტრის აქტუალური ნაბიჯია CCAT-ის ნაგებობის რეკონსტრუქცია.
ცენტრი ფოკუსირებას მოახდენს საჯარო ადგილების პრობლემებზე თბილისსა და სხვა ადგილებში.
ფესტივალებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით ცენტრი ცდილობს საჯარო ადგილების ”ჰუმანიზირებას”, დაცვას და განვითარებას.
CCAT-ის წევრები შეირჩა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ”შემოქმედებითი თანამშრომლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში” მონაწილეობით. ეს პროგრამა მთლიანად მიეძღვნა ხელოვნების ჩართვას ურბანული პრობლემების გადაწყვეტაში.
გამოფენები
ცენტრის ძირითადი ღერძი იქნება ათანამედროვე ხელოვნების გამოფენები.
მოწვეულნი იქნებიან ქართველი და უცხოელი კურატორები, ხელოვნების მდიდარი და მრავალშრიანი განზომილებების წარმოსაჩენად.
კულტურის სამინისტროს პროგრამასთან (”ქართული სეზონი”) ერთად ცენტრი პერმანენტულად იმუშავებს გაცვლით პროექტებზე.
განათლება
ვიზუალური ხელოვნებისა და ელექტრონული ხმის პროფესიული კურსების სკოლა უკვე 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
სკოლა ორიენტირებულია საღამოს კურსების შედგენაზე შერჩეული და მოტივირებული სტუდენტებისთვის. სტუდენტები აგრეთვე ჩართულები იქნებიან ცენტრის სხვა აქტივობებში.
კუმბერტოსა და მედია არტ ფერმას ბოლო ქმედებები შეიძლება განიხილოს, როგორც სკოლის ინტელექტუალური და მატერიალური მხარდაჭერა.
კვლევა
ხელოვნებათმცოდნეების საბჭო იმუშავებს სტრატეგიასა და პროგრამაზე, თუ როგორ უნდა განახლდეს და გადაიწეროს ხელოვნების ისტორია მოდერნიზმიდან დღემდე. საბჭო წარმოადგენს ხუთწლიან პროგრამას. გამოიცემა პუბლიკაციების სერიები.
პროგრამა დაფინანსდება თიბისი ჯგუფის მიერ.

საკონტაქტო ინფორმაცია
აბაშიძის ქ. 10, 0102, თბილისი, საქართველო
+995 77 468 446
tsereteli@gmx.net
www.cca.ge





Search