არტ კავკასია
არტ კავკასია

Start/Pause
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა

არასამთავრობო ორგანიზაცია “არტ კავკასია” სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ვიზუალური ხელოვნებისა და არტ ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი რეგიონალური ასოციაციაა.
დაარსების თარიღი - 2004 წლის დეკემბერი
ორგანიზაციის ხელმძღვანელი – ნანა ყირმელაშვილი


სტრატეგია/პრიორიტეტული მიმართულება
ვიზუალური ხელოვნება

მისია
თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. კულტურის სფეროში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების მსოფლიო საზოგადოებისათვის გაცნობა, საერათაშორისო ასპარეზზე ინტეგრირება. კულტურისა და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების მოზიდვა და თანამშრომლობა; ახალი იდეებისა და ტენდენციების განვითარების ხელშეწყობა. სახელოვნებო ინსტიტუციებისა და არტ ბიზნესის განვითარების ახალი მექანიზმებისა დანერგვა, სტრუქტურული ცვლილებების ხელშეწყობა; არტ-სექტორის ეკონომიკური თვითგანვითარების მიმართულებით პროფესიული დონის ამაღლება. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფილება, კულტურულ პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა. ხელოვნებისა და კულტურის სფეროში სხვადასხვა მასშტაბის გამოფენების, ფესტივალების, ფორუმებისა და სემინარების ჩატარებას; ახალი სახელებისა და სახეების წარმოჩენა. საქართველოს კულტურულ ცენტრად გადაქცევა. კულტურული ინდუსტრიის და კულტურული ტურიზმისა განვითარების ხელშეწყობა.

პროექტები
2009
არტ კავკასია სოფია, ბულგარეთი. შემოქმედებითი თანამშრომლობის პროექტი – პარტნიორები ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, სერბეთი, კვიპროსი, ინგლისი; პრაღა, ჩეხეთი - - პრაღის ბიენალე 4–ქართული პავილიონი სახელწოდებით ‘ინდივიდიდან DVD-მდე’, პროექტი წარადგინა 11 საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მხატვარი; მონაწილე ქვეყნები: ჩეხეთი, სლოვაკეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, კორეა, ჩინეთი, პოლონეთი, მექსიკა, საქართველო, ალბანეთი, კოსოვო, ბრაზილია, ესპანეთი. პუბლიკაციები: კატალოგები და CD კატალოგები, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ჟურნალი ‘Art Loop’ /ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე/. დამფინანსებლები: OSI – ღია საზოგადოება საქართველო, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ჩეხეთში.

2008

არტ კავკასია საქართველოს რეგიონში - სვანეთი და რაჭა - თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ვორკშოპი და გამოფენა - არტ კავკასია 2008 დაწყებული პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ბუხარესტი, რუმინეთი - შემოქმედებითი თანამშრომლობის პროექტი - პარტნიორები ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, რუმინეთი, სლოვენია, კოსოვო, თურქეთი, ისრაელი, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩეხეთი, ინგლისი. მონაწილე ქვეყნები: ავსტრია, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი. პუბლიკაციები: კატალოგები; თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო არტ ჟურნალი ‘Loop-A’ /ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე/. დამფინანსებლები: ავსტრიის განათლების, ხელოვნებისა და კულტურის სამინისტრო; ბრიტანეთის საბჭო საქართველოში.

2007
თბილისი, საქართველო. თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა არტ კავკასია 2007. ევრაზიის ფონდის მიერ 10 წლის განმავლობაში დაფინანსებული 10 საუკეთესო პროექტის გამარჯვებული. პროექტი "არტ კავკასია". მონაწილე ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, კანადა, თურქეთი, აშშ, ირანი, გერმანია, ინგლისი, ირლანდია, სლოვენია, ყაზახეთი, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი. პუბლიკაციები: კატალოგები; თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო არტ ჟურნალი ‘ლოოპ-A’ /ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე/. დამფინანსებლები: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახური, კანადური საერთაშორისო ორგანიზაცია “CESO”, ამერიკის და იტალიის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი; OSI - ღია საზოგადოება საქართველო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, TMU - Trust for Muchual Understanding Foundation, Aავსტრიის განათლების, ხელოვნებისა და კულტურის სამინისტრო; ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო; მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი.

2006
თბილისი, საქართველო. თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა არტ კავკასია 2006 სახელწოდებით‘კავკასიის ბიენალეს დეკლრაცია". საერთაშორისო კონფერენცია ‘ცვალებადი სამყარო’. ჩიკაგო, აშშ. ხელოვნების პროფესიონალთა პროფესიული განათლების ტრეინინგის პროგრამა. დაფინასებული აშშ განვითარებისა და მსოფლიო განათლების პროგრამის მიერ. მონაწილე ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, კანადა, თურქეთი, აშშ, ისრაელი, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი. სტატისტიკა: 63 პროექტი, 20 000 დამთვალიერებელი. პუბლიკაციები: კატალოგები; თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო არტ ჟურნალი ‘Loop-A’ /ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე/. დამფინანსებლები: ფონდი ევრაზია, USAID, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახური, კანადური საერთაშორისო ორგანიზაცია “CESO”, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი; საგარეო საქმეთა სამინისტრო, Community Connection Program, პრეზიდენტის რეფორმებისა და განვითარების ფონდი.


საკონტაქტო ინფორმაცია
წყნეთის ქ. 2, 0162, თბილისი, საქართველო
+995 32 230 742
+995 99 215 396
artcaucasus@gmail.com





Search