ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი

Start/Pause
ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელობა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" დაარსდა 1995 წელს. 1995-2005 წლებში ფუნქციონირებდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მარჯვენა ფრთის III სართულზე. 2005 წლიდან ფუნქციონირებს შემდეგ მისამართზე _ ნიკო ნიკოლაძის #7 0108 თბილისი საქართველო.
ბრენდის სახელწოდება - "ისტორიალი"

პრეზიდენტი - მაკა დვალიშვილი


სტრატეგია, პრიორიტეტული მიმართულებები
ქართული კულტურის კვლევის ხელშეწყობა და ქართველი მკვლევარების საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ინტეგრაცია. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა ქართული კულტურის კვლევის საერთაშორისო ინიციატივა დაარსდა 2007 წელს. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სიმპოზიუმები და კონფერენციები, საქართველოში და საქართველოს გარეთ, ასევე გამოიცემა სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციები. www.symposiumgeorgia.org ნოვაციები თანამედროვე ქართული ხელოვნების საგამოფენო საქმის განვითარებაში. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი არის ევროკომისიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის „EUROPA NOSTRA 2006“-ის პრიზის მფლობელი www.gaccgeorgia.org/FSCHerit.htm პროგრამის პრიორიტეტები
შუა საუკენეების ხუროთმოძღვრების და კედლის მხატვრობის მდგომარეობის კვლევა, დიაგნოსტიკა, გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება. უპირატესობა ენიჭება მიკრობიოლოგიური დაზიანების შესწავლას, მისი გამომწვევი მიზეზების და გარემო პირობების ზემოქმედების დადგენას, მკურნალობის მეთოდიკის შემუშავებას. საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ძეგლებზე ტარდება საკონსერვაციო სამუშაოები და ამასთანავე საერთაშორისო საკონსერვაციო პრაქტიკას და გამოცდილებას უზიარებენ ახალგაზრდა სპეციალისტებს.
პროგრამა ასევე მოიცავს ქართული შუასაუკენეების ხუროთმოძღვრების და კედლის მხატვრობის ძეგლების პოპულარიზაციისთვის ჩატარებულ ღონისძიებებს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამასთანავე, რეგიონების მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის პროგრამა ითვალსიწინებს საზოგადოების (განსაკუთრებით ადგილობრივი თემის) ჩართვას კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში, ფონდების მოძიებას, ძეგლების რელიგიური სპეციფიკის გათვალისწინებით ორგანიზებული კულტურული ტურიზმის მენეჯმენტს და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
საერთაშორისო კავშირების და კულტურული გაცვლების ხელშეწყობა. კულტურულ სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობა. ქართული ხალხური რეწვისა და კულტურული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა.
მიმდინარე პროგრამები
1. ქართული კულტურის კვლევის საერთაშორისო ინიციატივა
2. ადგილობრივი და მოძრავი გამოფენები
3. გადავარჩინოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
4. ხალხური რეწვა და კულტურული ინდუსტრიების განვითარება

გამოფენები, სიმპოზიუმები
2009
კონფერენცია ”ქართული კულტურული ტრადიცია ისტორიის მანძლზე”, პარიზი, საფრანგეთი. ქართული კულტურის ფორუმი განხორციელდა ფლორენციაში, 2009 წლის 2-9 ნოემბერს. ფორუმის მიზანი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო პროფესიონალების შეკრება ქართული კულტურის განვითარების, პოპულარიზაციის და კულტურული ტურიზმის განვითარების მიზნით. ფორუმი განხორციელდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ ფლორენციის მერიის პატრონაჟით, ფორუმის იტალიელი პარტნიორია რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი. ფორუმი ჩატრადა ქალაქ ფლორენციის სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრებში: XIII-XIV საუკუნის სასახლე Palazzo Vecchio-ში, ცნობილ ‘Salone dei Cinquecento დარბაზში, OPA, Centro Arte e Cultura-ში, , Archivio di Stato”-სა და ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (Kunsthistorisches Institut in Florenz Max-Planck Institut). ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ქართული ხელოვნების II საერთაშორისო სიმპოზიუმი ”კავკასია: საქართველო კულტურათა გზაჯვარედინზე - კულტურათაშორისი დიალოგი ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ”. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 80-მდე ქართველმა და საერთაშორისო მეცნიერმა: ქართველოლოგებმა და ქართული კულტურისა და ხელოვნების მკვლევარებმა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა გამოფენები: ”საქართველო - ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე”, ”ძველი თბილისი”, ”თანამედროვე ქართველი მხატვრები”-ის ორი გამოფენა, ასევე ქართული პოლიფონიური მუსიკის კონცერტი და ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია. www.symposiumgeorgia.org/Florence2009/IndexFlorenece2009.html სიმპოზიუმი `საქართველო ევროპულ და აზიურ კულტურათა გზაჯვარედინზე, ნიუ იორკი, აშშ. სიმპოზიუმი მოეწყო კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ბაზაზე. მასში მონაწილეობა მიიღო 20-მდე ქართველმა და ამერიკელმა მეცნიერმა. სიმპოზიუმის თემატიკა შეეხო საქართველოს კონფლიქტური რეგიონების (შიდა ქართლი, აფხაზეთი) კულტურულ მემკვიდრეობას www.symposiumgeorgia.org/NY2009/IndexNY2009a.html კონფერენცია `საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა _ აფხაზეთი, შიდა ქართლი”, თბილისი, საქართველო. სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს აფხაზეთისა და შიდა ქართლის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას. წამყვანმა მეცნიერებმა _ ისტორიკოსებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ფართო საზოგადოებას წარმოუდგინეს მოხსენებები ამ ორი რეგიონის ისტორიისა და კულტურის შესახებ. www.symposiumgeorgia.org/Georgia2009/IndexGeorgia2009.html

2008

ვახტანგ ბერიძის სახელობის I ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი ”ქართული ხელოვნება ევროპისა და აზიის კულტურათა კონტექსტში”, თბილისი – ბათუმი - სიღნაღი, საქართველო. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა წამყვანმა მკვლევარმა საქართველოდან, ევროპიდან და აშშ-დან. წარმოდგენილ იქნა სახელოვნებო მოხსენებები და სასტენდო პრეზენტაციები. სიმპოზიუმი შეეხო ქართული სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერების განვითარებას, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პრობლემატიკას, კულტურული მემკვიდრეობის როლს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სფეროში (კულტურული ტურიზმის, კულტურული პროექტები განვითარების და ა.შ.). სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე ჩატარდა გამოფენები: „ქართული კულტურული მემკვიდრეობა“ და „XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული მხატვრობის უცნობი ფურცელი“. www.symposiumgeorgia.org/2008/Index2008.html

2007

სიმპოზიუმი: `ქართული კულტურა: წარსული და აწმყო”, ნიუ იორკი, აშშ. სიმპოზიუმი მოეწყო კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ბაზაზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და ფულბრაიტის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა და ქართველმა მეცნიერებმა. www.symposiumgeorgia.org/2007/Index2007.html
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროექტები
ნიქოზის სამონასტრო კომპლექსი (V-XVIII სს. შიდა ქართლი). ნიქოზის მონასტრის ეპისკოპოსის სასახლის (IX–Xსს.) პირველადი სარესტავრაციო სამუშაოები. დამფინანსებელი: პრინც კლაუსის ფონდი www.gaccgeorgia.org/CultHeritage/Nikoz.html მარტვილის ტაძრის ფრესკების კონსერვაცია. 2006-2008. დამფინანსებელი: გეტის ფონდი, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო www.gaccgeorgia.org/FSCHerit.htm მარტვილის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია, 2006-2007. დამფინანსებელი: საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი. მარტვილის ღმრთისმშობლის ტაძარი (VII-XVII სს. სამეგრელო). მარტვილის ტაძრის დიაგნოსტიკური კვლევა, საკონსერვაციო ღონისძიებების განსაზღვრა და გადაუდებელი სამუშაოები. 2003-2004. დამფინანსებელი: გეტის ფონდი. განხორციელდა: მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრ ”ბეთანიას” და Conservatione Beni Culturali.(Rome,Italy) თანამშრომლობით. გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის ტაძარი (XII_XVIII სს. ქუთაისი). გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის ტაძრის ნართექსის და ეგვტერების ფრესკების დიაგნოსტიკური კვლევა და პირველი რიგის საკონსერვაციო სამუშაოების დაგეგმვა 2003-2004. დამფინანსებელი: აშშ-ს საელჩოს ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი. განხორციელდა: მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრ ”ბეთანიასთან” თანამშრომლობით. ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი ტიმოთესუბანში (XII-XIII სს. ბორჯომის რაიონი). ა) დიაგნოსტიკური კვლევა და პირველი რიგის საკონსერვაციო სამუშაოების განსაზღვრა – 2000-2001. დამფინანსებელი: Samuel H. Kress Foundation / World Monument Fund. განხორციელდა: მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრ ”ბეთანიას” და Conservatione Beni Culturali.(Rome,Italy) თანამშრომლობით. ბ)არქიტექტურული სტრუქტურის მოწესრიგება – 2001-2002. დამფინანსებელი: Samuel H. Kress Foundation / World Monument Fund. განხორციელდა: მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრ "ბეთანიას” და Conservatione Beni Culturali (Rome, Italy) თანამშრომლობით. ყინცვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (XII- XIII სს. ქარელის რაიონი). მიეძღვნა ეკა პრივალოვას ხსოვნას. ა) დიაგნოსტიკური კვლევა და გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების განსაზღვრა. 1996-1998. დამფინანსებელი: ფონდი - ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF), მსოფლიო ბანკი/ Italian Trust Fund.
განხორციელდა: “Лаборатория Эрмитаж” (Санкт-Петербург), Conservatione Beni Culturali.(Rome,Italy), მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრ ”ბეთანიას” თანამშრომლობით. ბ) არქიტექტურული სტრუქტურის მოწესრიგება. 1998-2000. დამფინანსებელი: ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF); მსოფლიო ბანკი/ Italian Trust Fund. განხორციელდა: ხუროთმოძღვრების მემკვიდრეობის ცენტრი. გ) კედლის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები. 2000-2002. დამფინანსებელი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, მსოფლიო ბანკი/ Italian Trust Fund. განხორციელდა: კედლის მხატვრობის კვლევის და რესტავრაციის ცენტრის დაConservatione Beni Culturali.(Rome, Italy) თანამშრომლობით.

პუბლიკაციები

2009
La Georgie au Carrefour des Civilisations (საქართველო ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე), თბილისი (ფრანგულ ენაზე). Vakhtang Beridze 1st Intentational Symposium of Georgian Culture „Georgian Art in the Context of European and Asian Cultures (ვახტანგ ბერიძის სახელობის ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი ”ქართული ხელოვნება ევროპისა და აზიის კულტურათა კონტექსტში”), Proceedings (მოხსენებათა კრებული), თბილისი (ინგლისურ ენაზე).

2008

“Georgia a Journey through Land, History and Culture” (საქართველო დროსა და სივრცეში), თბილისი (ინგლისურ ენაზე). ვახტანგ ბერიძის სახელობის ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი ”ქართული ხელოვნება ევროპისა და აზიის კულტურათა კონტექსტში”, თეზისები. თბილისი (ქართულ და ინგლისურ ენებზე). The Cultural Heritage of Georgia. “Abkhazeti, Shida Kartli (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა _ აფხაზეთი, შიდა ქართლი) თბილისი (ინგლისურ ენაზე).

2004

გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ეგვტერთა ფრესკების (XIII_XVII სს.) დეტალური დიაგნოსტიკური შესწავლა და აუცილებელი სარესტავრაციო ღონისძიებების განსაზღვრა. ბროშურა (ქართულ და ინგლისურ ენებზე). მარტვილის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკების (VII-XVII სს). დეტალური დიაგნოსტიკური შესწავლა, აუცილებელი სარესტავრაციო ღონისძიებების განსაზღვრა და პირველადი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ბროშურა (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

საკონტაქტო ინფორმაცია
ნიკო ნიკოლაძის ქ. 7, 0108, თბილისი, საქართველო
+995 32 93 13 35 / 93 56 85
+995 32 92 13 35
gacc@gaccgeorgia.org
www.gaccgeorgia.org





Search