არქიდრომი
არქიდრომი

Start/Pause
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
"არქიდრომი – თანამედროვე ხელოვნების არქივი” ჩამოყალიბდა 2007 წელს ორგანიზაცია გეოეარის მიერ. "არქიდრომი" წარმოადგენს პროფესიონალ ხელოვანთა და ხელოვნების მკვლევართა ჯგუფს, რომლის მთავარი საქმიანობა და მიზანია ქართველი ხელოვანების პორტფოლიოების შეგროვება შემეცნებისა და სამეცნიერო კვლევისათვის. აგრეთვე ქართულ სახელოვნებო და საზოგადო სივრცეში თანამედროვე ხელოვნების ტენდენციების გაცნობა და ადგილობრივ ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა.
ამ მიზნების განსახორციელებლად, 2008 წლიდან არქიდრომი რეგულარულად აწყობს ხელოვანთა ნამუშევრების პრეზენტაციებს. პრეზენტაციების დანიშნულებაა ქართულ საზოგადოებაში შექმნას დისკუსია თანამედროვე ხელოვნებაზე და ჩამოაყალიბოს სივრცე კრიტიკული აზროვნებისათვის. პრეზენტაციების შემდეგ მოძიებული მასალა ინახება არქიდრომის ბიუროში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ მათ არქიდრომის ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით. გარდა ამისა, ბიუროში ინახება ინფორმაციაკავკასიის რეგიონში მიმდინარე თუ უკვე ჩატარებული თანამედროვე ხელოვნებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.

არქიდრომის ჯგუფი: ირინა ჩხაიძე, ანი ჩორგოლაშვილი, სოფიო კილასონია, ნინი ფალავანდიშვილი, ლალი პერტენავა, სოფიო ტაბატაძე, ნადია წულუკიძე

პროექტები
2009
“Fatamorgana”. Art Zone ფესტივალი ლაურა პალმერის ფონდის თანამშრომლობით, არქიდრომმა წარმოადგინა პოლონელი მხატვრის აგნიეზკა კურანტ ფატამორგანას აქცია-პერფორმანსი. ფატა მორგანა არის ოტპიკური ფენომენი, რომელიც წარმოიქმნება ტემპერატურის ცვალებდადობით. ეს პროცესი ლანდშაფტში, ქალაქგარეთ მუდმივად მიმდინარეობს: უდაბნოში, ზღვაზე, გზებზე. კურანტმა წარმოადგინა ფატა მორგანა თბილისის ერთ-ერთი სოცრეალისტური არქიტექტურის მაგალითზე. კურატორი: ჯოანა ვარზა. პროექტის კოორდინატორი: ნათია გადელია www.artzona.pl "Freedom. Sexy. Young art from Estonia”. თბილისის სახლემწიფო სამხატვრო აკადემია, არქიდრომი - თანამედროვე ხელოვნების არქივი დაჯგუფი ”ბულიონი” წარმოადგენენ ესტონურ თანამედროვე ხელოვნებას. სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარაბაზი. საქართველო. "ორმხირივი ვიზიტი”. ევა ხაჩატურიანი, სერა ოჟანი, ნინი ფალავანდიშვილი, ტუტუნ დეპოსუ. სტამბული, თურქეთი. “1st International Artist Initiatives Istanbul Meeting”. ნინო ფალავანდიშვილის მონაწილეობა ჯეოაირი / არქიდრომიდან სტამბულის შეხვედრაზე. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო შექმნილიყო კომუნიკაციის პლატფორმა მხატვართა ინიციატივების, ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარებისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან www.artistinitiatives.org TRAIN YOUR SENTIMENTS #1. გალერეა ”შარდენი”. თბილისი, საქართველო. ”საზღვარი - თავი I”. პრეზენტაცია. ქართველი და არგენტინელი მხატვრების ერთობლივი პროექტი. კავკასიის სახლი. თბილისი, საქართველო. ”აფიშების გამოფენა”. თამაზ ვარვარიძის სტუდენტების გამოფენა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია www.varvaridze.com თამარ ჭაბაშვილის პრეზენტაცია PSWAR. პრეზენტაციის შემდეგ მოეწყო ალექსანდრე კლუგეს ფილმის ”მხატვრები მწვერვალზე” ჩვენება. 1968. აბრეშუმის მუზეუმი. კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი. სოფიო ტაბატაძის პრეზენტაცია. აბრეშუმის მუზეუმი. კურატორი: სოფიო კილასონია. არტ სტუდია ”სფერო”. გამოფენა-პრეზენტაცია. გალერეა ”არსი”. თამარ არჩვაძე, თამარ ბოჭორიშვილი, ნინო ჭაბაშვილი, ანა ჭეიშვილი, თამარ ღუდუშაური, ქრისტინე კაკაბაძე, ნინო მარგველაშვილი, ანა ტაბატაძე, სალომე ცაგარეიშვილი, ანუკა ცერცვაძე, გვანცა ჯღარკავა, მედეა ქოქიაშვილი, ია ხატიაშვილი. კურატორი: ანუ ჩორგოლაშვილი. ლადო ფოჩხუა, ”სახლში დაბრუნების ხელოვნება”. პორტფოლიოს პრეზენტაცია-გამოფენა. გალერეა ”არსი”. კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი. კოტე ჯინჭარაძის პრეზენტაცია. გალერეა ”არსი”. კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი.

2008

გოგა ჯაფარიძე, ”ტექსტებზე აგებული ნახატები ბაზელის ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი წიგნიდან”. გამოფენა წარმოადგენდა დიდი ფორმატის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს, რომლებიც ობიექტების სახით არის დამონტაჟებული სივრცეში. ამ ნამუშევრებით მხატვარი აკვირდება ადამიანს - მისი ანთროპოლოგიიდან, მისივე მორაულ ფიზიოლოგიამდე. გალერეა ”არსი”. კურატორი: სოფიო კილასონია. კოტე სულაბერიძის პრეზენტაცია. გალერეა ”არსი”. კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი. ნანა ყიფიანი, საჯარო ლექცია. თემა” თბილისი/1910-1920 წლების ქართული მოდერნიზმი”. აბრეშუმის მუზეუმი. კურატორი: სოფიო ტაბატაძე. ხათუნა ხაბულიანი, საჯარო ლექცია, თემა” კონცეფტუალური ხელოვნება საქართველოში”. აბრეშუმის მუზეუმი. კურატორი: სოფიო ტაბატაძე. ნინო სეხნიაშვილის პორტფოლიოს პრეზენტაცია-გამოფენა. გალერეა ”არსი”. კურატორი: ლალი პერტენავა. გურამ წიბახაშვილის პორტფოლიოს პრეზენტაცია-გამოფენა. გალერეა ”არსი”. კურატორი: სოფიო კილასონია. კოკა რამიშვილის პორტფოლიოს პრეზენტაცია-გამოფენა. გალერეა ”არსი”. კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია

www.archidrome.com





Search