კავშირი
კავშირი

Start/Pause
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
კავშირი "ახალი ხელოვნება" (NEW ART) დაარსდა 1998 წელს. არის არასამთავრობო, არაკომერციული, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, ხელმძღვანელობს მესამე სექტორის კანონებითა და პრინციპებით. კავშირი ”ახალი ხელოვნება” აერთიანებს: მხატვრებს, არქიტექტორებს, ლიტერატორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, კურატორებს, კრიტიკოსებს, , არტმენეჯერებს, პედაგოგებს.
1999 წელს კავშირის ბაზაზე შეიქმნა საგამოფენო დარბაზი “ტაპი”, ხოლო 2002 წელს ორგანიზაციამ დაარსა გალერეა “NEW ART”.
2000 წლიდან კავშირის ბაზაზე ფუნქციონირებს შემოქმედებითი სტუდია-ლაბორატორიები, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ავითარებენ შემოქმედებით-ნოვატორულ მეთოდებს. (ლიტერატურულ შემოქმედებითი სახელოსნო, ხელოვნების ისტორიისა და ხატვის სტუდია, თანამედროვე ხელოვნების სტუდია, ფოტო სკოლა, როკ კლუბი, ჟურნალისტიკის სახელოსნო). წამყვანი პედაგოგები და სპეციალისტები ატარებენ ლექციებს ლიტერატურაში, ხელოვნების ისტორიასა და ხატვაში, მუსიკასა და ფოტოხელოვნებაში. სტუდიის მუშაობაში აქტიურად ჩართულნი არიან 100-მდე სკოლის მოწაფე და სტუდენტი.
2004 წელს კავშირმა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად დაარსა სახრეთ კავკასიის ხელოვნებისა და არტ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია "არტ კავკასია".
2005 წელს აარსებს მოზარდთა ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურს "ალუბლობა". 2006-ში აარსებს ”NEW ART Hause”, გალერეა-კაფეს.
კავშირი "ახალი ხელოვნების" თანამდგომი, დონორი და თანადამფინანსებელი ორგანიზაციები:
შვეიცარული ფონდი "Pro Helvetia"; ფონდი "ევრაზია" - სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამა, დონორი USAID; ფონდი Internet Access training program - IATP. კანადის საერთაშორისო სააგენტო “ჩესო”. კავკასიის რეგიონალური გარემოს დაცვითი ცენტრი REC CAUCASUS, WWF and CRITICAL/ECOSYSTEM – PARTNERSHIP FUND – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობასა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ეკოსისტემების შენარჩუნების ფონდი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს კულტურის, ძეგლათა დაცვისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახური; აშშ, პოლონეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საელჩოები საქართველოში; გოეთეს ინსტიტუტი თბილისში; საფრანგეთის საკონსულო და British Council, BP საქართველო, Rotar club, სხვადსხვა საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციები და პირები, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ბავშვებისა და მოზარდების უშუალო მონაწილეობისათვის ორგანიზაციას შემუშავებული და განხორციელებული აქვს მიზნობრივი საგანმანათლებლო პროექტებიLლიტერატურული, სახვითი და ეკოლოგიურ-შემეცნებითი ხასიათის (სადაც ჩართულნი არიან ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ხელოვნების და ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს, თბილისის და რეგიონების სხვადსახვა სკოლების მოწაფეები, ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის მოზარდები. 2005 წ. 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ჩატარდა გლობალური დათბობის პრობლემისადმი მიძღვნილი ერთობლივი აქციები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, გამოიცა სპეციალური ტიპოგრაფიული და ელექტრონული წიგნი და საფოსტო ბარათი "დედამიწა ავად გახდა", სადაც შესული მონაწილეების ნახატები, ნაწერები, ფოტო და ვიდეო მასალა.
2006 წლიდან კავშირი ”ახალი ხელოვნება” საერთაშორისო ფესტივალის TRANSCAUCASIA ოფიციალური პარტნიორია. ფესტივალი ყოველწლიურად პოლონეთში ტარდებოდა, 2010 წლიდან ფესტივალის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდება.
ხელმძღვანელი: რუსუდან ოატი
კოორდინატორი: ლიკა მეგრელაძე

სტრატეგია, პრიორიტეტული მიმართულებები
კავშირი "ახალი ხელოვნება" ხელს უწყობს ხელოვნებისა და კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, დაინტერესებულია ახალი იდეებისა და პროექტების განვითარებაში და ასევე ხელოვნების, კულტურისა და განათლების სფეროში რეფორმების გატარებაში, საკანონმდებლო ბაზის დახვეწაში. ორგანიზაცია თანამშრომლიბს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნესის სექტორთან ლოკალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.

საკონტაქტო ინფორმაცია
ვ. ორბელიანის 31, 0105, თბილისი, საქართველო
+995 32 98 75 44
+995 99 72 09 06
newart@newart.org.ge
www.newart.org.ge





Search