მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრი ”მუზა”
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრი ”მუზა”

Start/Pause
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
კულტურის საერთაშორისო ცენტრი ”მუზა” 2005 წელს დაფუძნდა.
ცენტრი “მუზა” წარმოადგენს კომპლექსს რომელიც მოიცავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საგამოფენო, საკონცერტო, საკონფერენციო დარბაზებს პატარა სასტუმროს და პარკს.
ცენტრის საქმიანობას წარმართავს სამეთვალყურეო საბჭო და გამგეობა.

სტრატეგია, პრიორიტეტული მიმართულებები
”მუზა”-ს მოღვაწეობის სფერო მოიცავს ხელოვნების სხვადასხვა დარგებს. ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშოორისო დონეზე ცენტრი თანამშრომლობს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან. ცენტრი ხელს უწყობს კულტურათა დიალოგის წარმართვას და კავკასიის რეგიონში კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას.
ძირითადი მიმართულებები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, კინო, თეატრი, მუსიკა.
ცენტრი ხელს უწყობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.

საგამოფენო სივრცეების ფართობი: დიდი დარბაზი - 170 კვ.მ. საშუალო ზომის დარბაზი - 70 კვ.მ. მცირე დარბაზი - 50 კვ.მ.
საკონფერენციო დარბაზი - 30 ადამიანი.
საკონცერტო დარბაზი - 120 ადამიანი.

საკონტაქტო ინფორმაცია
კუს ტბის გზა #1 თბილისი, საქართველო
+995 32 290 019
995 32 235 983
director@art-muza.ge
marketing@art-muza.ge
pr@art-muza.ge
www.art-muza.ge




Search