YTA კავშირი
YTA კავშირი

Start/Pause
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
”ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი” (YTA UNION) არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. დაარსდა 1998 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მიერ. ”ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი” (YTA UNION) აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს: მხატვრებს, მსახიობებს, რეჟისორებს, თეატრმცოდნეებს, ხელოვნებათმცოდნეებს, კურატორებს.
დაფუძნების თარიღი: 07.10.1998
პარტნიორი ბანკი: ”საქართველოს ბანკი”
აღმასრულებელი დირექტორი - ნინო გუნია-კუზნეცოვა / სცენოგრაფი, კურატორი, EC კულტურის პოლიტიკის ექსპერტი

სტრატეგია, პრიორიტეტული მიმართულებები
”ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი” (YTA UNION) მიმართულია თეატრალური და ვიზუალური ხელოვნების დარგში საქმიანობასა და კვლევაზე; წარმოადგენს ამ დარგების მიღწევებს, ხელს უწყობს ქართული კულტურის განვითარებასა და წარმოჩენას.
”ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი” (YTA UNION), როგორც მხატვრებისა და ორგანიზატორების ქსელი, თეატრალური და ვიზუალური ხელოვნების დარგებში წარმოაჩენს და ანვითარებს ცოდნას, ისევე როგორც ამ სფეროში მომუშავე ხელოვანთა და ორგანიზატორთა შესაძლებლობებს
კავშირის საქმიანობის სფეროები
შემოქმედებითი საქმიანობა - საგამოფენო-საკურატორო საქმიანობა და თეატრალური პროექტები. საგანმანათლებლო საქმიანობა - სამეცნიერო და სოციალური საგანმანათლებლო საქმიანობა, ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შემუშავება, ხელოვნების ექსპერტთა ნაშრომების პუბლიკაცია, სემინარების, ლექციებისა და კოლოქვიუმების განხორციელება. საქართველოში კულტურის პოლიტიკისა და ინტერკულტურული დიალოგის კვლევა - კონფერენციები, პუბლიკაციები, კვლევითი და საგანმანათლებლო შეხვედრები, კულტურის პოლიტიკის ექსპერტიზა, სტრატეგიული კვლევები. კავშირის მიზნები
თეატრალური და სახვითი ხელოვნებისგანვითარება. შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა და ახალგაზრდა ხელოვანთა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი ძიებების წარმოჩენა; ახალგაზრდა შემოქმედთა მხატვრული ძიებების მაქსიმალური ხელშეწყობა. ახალგაზრდა თეატრალურ ხელოვანთა და კრიტიკოსთა შემოქმედებითი, პროფესიული და სოციალური ინტერესების დაცვა. კულტურის პოლიტიკის განვითარება. კავშირის ამოცანები
შემოქმედებითი საქმიანობა, საქართველოში კულტურის პოლიტიკისა და ინტერკულტურული დიალოგის კვლევა:
ახალიშემოქმედებითი იდეების სტიმულირება თეატრალური ხელოვნების ყველა დარგში. მსოფლიო თეატრალურ პროცესებში ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა აქტიური ჩართვა და მათი პროპაგანდა. ახალგაზრდა სცენოგრაფთა კავშირის ჩამოყალიბება და მათი პროფესიული ინტერესების დაცვა. თეატრალური ხელოვნების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მუშაობა. ახალი მეთოდოლოგიების შემუშავება (მათ შორის კულტურის პოლიტიკის სფეროში). კულტურის სფეროში მოღვაწე NGO-ების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა, კოალიციური თანამშრომლობა კულტურის პოლიტიკის სფეროში. (კულტურის პოლიტიკის პრობლემათა სტრუქტურირების, კვლევასა და სტრატეგიის შემუშავებაზე ორიენტირებული პროექტები).

საკონტაქტო ინფორმაცია
გალაქტიონის ქ. #24, 0105, თბილისი, საქართველო
+995 32 98 33 90
ninogunia@yahoo.com
info@ytaunion.com
www.ytaunion.com





Search