არტ-ვილა გარიყულა
არტ-ვილა გარიყულა

Start/Pause
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
არტ-ვილა გარიყულა არის გარემო, სადაც ხელოვან ადამიანებს შეუძლიათ ერთ გუნდად გაერთიანდნენ და იმუშაონ;
"ბოლგარსკი" ციტადელი – გარიყულას შტაბბინაა, რომელიც აშენდა 1885 წელს, საზაფხულო რეზიდენციაში. საბჭოთა რევოლუციის შემდეგ იქ სამხედრო ბაზა და ობლების თავშესაფარი იყო.
დირექტორი - ყარამან ქუთათელაძე / შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და განვითარების ფონდის დირექტორი/
+995 32
143 338 / karo@garikula.org
საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი – მანანა თევზაძე

+995 77 402 393 / manana@garikula.org


სტრატეგია, პრიორიტეტული მიმართულებები
გარიყულას ჯგუფის მიზანია ახალაქალაქში შექმნას თანამედროვე ხელოვნების თვითმყოფადი ინფრასტრუქტურა - არტ-ვილა - ხელოვანი ხალხის შეკრების ადგილი. “გარიყულას” კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სჯერა ხელოვნების ძალის და იმის, რომმ ხელოვნებას შეუძლია საკუთარ ჩარჩოში მოაქციოს დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
შეხვედრები, ვორქშოფები, საერთაშორისო ფესტივალები, ადგილობრივი პროექტები განკუთვნილია ხალხისთვის, რათა მათ თავიანთი თვალით ნახონ ქართული მებაღეობისა და სასოფლო-სამეურნეო ესთეტიკა, გარემოს ისტორია და ხელოვნება.
გარიყულა არის ადგილი რეგიონში, სადაც ადგილობრივ ხელოვანებს, კულტურის მოღვაწეებს და მეცნიერებს შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს და ჰქონდეთ ე.წ. თავშესაფარი.
გარიყულას რეზიდენცია ხელოვანებს სთავაზობს შემოქმედებით ატმოსფეროს, სადაც მათ შეუძლიათ დარჩნენ კიდეც. გარიყულაში ფუნქციონირებს სტუდიაც.
სტრუქტურა
ღვინის სარდაფი, შეხვედრის ადგილები და საგამოფენო სივრცე, სტუდია, საცხოვრებელი ოთახები, დერეფნები, სამზარეულო და ტერასები, სასადილო ოთახი, აივნები და კოშკი.
განათლება
ხელოვანები, რომლებიც თავის დროზე თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოღვაწეობდნენ, გარიყულას საგანმანათლებლო პროგრამაზე მუშაობენ. აქ სტუდენტებს კოლეგებად მიჩნევენ, მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის შემოქმედებითი აზრების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. კოლეგიალური დამოკიდებულებაა გამეფებული სტუდენტებსა და გამოცდილ მასწავლებლებს შორის, სწავლის პროცესი კი ერთობლივ მუშაობას ეფუძნება, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ თავიანთ შემოქმედებას მაქსიმალური გასაქანი მისცენ.
ხელოვნების გაკვეთილები სტუდენტებს საშუალებას აძლევს თავიანთი შემოქმედებითი იმპულსების პირდაპირ წყაროებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, უფრო დაუახლოვდნენ თავიანთ პერსონალურ სტილს ხატვის, ფერწერის, სკულპტურის, კოლაჟისა და თეორიული კურსების საშუალებით. ამ კლასის საბოლოო მიზანია სტუდენტების მხატვრული თვითდაჯერებულობის ჩამოყალიბება და მათი შემოქმედებითი სივრცის გამრავალფეროვნება.

გამოფენები, ღონისძიებები
2009
FEST I NOVA - "შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისა და განახლების ფონდმა" 2009 წელს განახორციელა თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი არტ-ვილა გარიყულაში / ახალქალაქი (5 აგვისტო - 25 ოქტომბერი). ფონდის თავმჯდომარე - ყარამან ქუთათელაძე. მონაწილეობდნენ მხატვრები ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, ნიდერლანდებიდან, ამერიკიდან. მხატვრები მიწვეულნი იყვნენ ინდივიდუალური პროექტების განსახორციელებლად "პავილიონის" კონტექსტით. თითოეული პროექტის მიზანი იყო შეექმნათ მხატვრული შეხედულებების გაცვლისა და თანამედროვე ხელოვნების განსხვავებული პრაქტიკის სტიმულირების სპეციფიური პლატფორმა.ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პირველი ნაწილი დაიწყო აგვისტოში, ავსტრიული პროექტის "იცი გარიყულა" ფარგლებში, რასაც მოჰყვა ამერიკული, ჰოლანდიური, ფრანგული და ქართული პრეზენტაციები. კირილე და ილია ზდანევიჩებისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა, ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრისა და არტ-ვილა გარიყულასთან თანამშრომლობით. მონაწილეები: ავსტრია/სიმონეტა ფერფოგლია&ჰაინრიხ პიჩლერი, ჟილბერტ ბრეტეტბაუერი, თინა ბეპერლინგი, იზაბელ ბეკერი და ხელოვნებათმცოდნე კაროლა პლატზეკი. საფრანგეთი / ჟან დიუპუა, ემილ ლოჟიე, "დაკარგული ძაღლი", ელიზა ფანტოზი, გელა წულაძე, თამარ კვესიტაძე, ჟან-პიერ გოდე. საქართველო / ოლეგ ტიმჩენკო, გუგა კოტეტიშვილი, ვახტანგ ბუღაძე, ყარამან ქუთათელაძე, გივი ნონიკაშვილი, ნინო მორბედაძე, რეზო გოგოლაშვილი, გოგი ოქროპირიძე, ვახტანგ წერეთელი, კოკა რამიშვილი და მამუკა ჯაფარიძე. ნიდერლანდები / ანოუკ სლუიზერი, ჟანეტ გროენედაალი და ზოოტ დარკსი. აშშ / ნანუკა ჩიჩუა, ტრევის ვეიდ ივი, ევა სალინა პრიმაკი, ურელია შრენკერი. ფესტივალის ახალი სტუმარი - ჰუმანური ემოციების პროექტი ჰუმანური ემოციები ვიზუალურად დოკუმენტირებულია უცხოელ მხატვართა მიერ ფილმისა და ვიდეოს გამოყენებით. პროექტის კურატორები და კოორდინატორები: თინა ბეპერლინგი, იზაბელ ბეკერი, გოგო ოქროპირიძე, გელა წულაძე, ქეთევან კვინიკაძე, ქეთევან ოქროპირიძე, მაია სიმონია, ნანუკა ჩიჩუა, ელისონ უილიამსი, ირინა გაბიანი. მენეჯერები: რევაზ გოგოლაშვილი, ხათუნა მზარელუა. პარტნიორები და სპონსორები: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტრო, ავსტრიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აირზენა, არტისტერიუმი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი, ხელოვნებისა და კულტურის გლობალური კოორდინაციის ცენტრი (CGCCA), კულტურული ქსელის პლატფორმა (PCN), Kulturschmiede ფესტივალი "სოლიდარობა" - 1 ოქტომბერი - 7 ნოემბერი, 2008. პროექტში შედის გარიყულას სამომავლო მიზნები. არტისტერიუმი - არტ-ბაზრობა, რომელიც ყოველ შემოდგომაზე ეწყობა თბილისში. http://garikula.org/en/e/jpg/hi/events/2009/Invitation_2009.pdf. დენის გონობოლინი - გარიყულას რეზიდენციის არტისტმა შექმნა დიდი თვითმფრინავი-ადამიანი "დეჟა ვუ", რომელიც შემოქმედებითი პროცესია, ეს არის პატარა თვითმფრინავი-კაცის "დეჟა ვუ" ძმა. იურეტ ლანსდბერგიტე - მუსიკოსი ვილნიუსიდან, ლიტვა. გარიყულას რეზიდენციის არტისტი, რომელმაც წარმოადგინა კლასიკური და თანამედროვე ბალტიური, სომხური და უკრაინული მუსიკა. არტისტები ალისია როგალსკა (პოლონეთი/ინგლისი) და მარტინ კლარკი (ინგლისი) ერთად მუშაობდნენ სპეციფიურ ინსტალაციაზე ბაღში. www.alicjarogalska.co.uk
www.rockscottage.net
www.a-n.co.uk/artists_talking/projects/single/547936 აგვისტო - L'Expédition Cycloscope. კინო-კონცერტი საფრანგეთიდან. პროფესორმა ნიქსემ და სელესტინამ შექმნეს რევოლუციური გამოგონება - le CYCLOSCOPE - პროექტორი, რომელიც მუშაობს მთლიანად ველოსიპედით. www.cycloscope.org. ივლისი - მხატვრებმა სებასტიან ბულტერმა და ნატქსა პომარმა დაიწყეს წარსულისა და აწმყოს არტისტულ-ფილოსოფიური კვლევა კავკასიაში. მარიუს აბრამავიჩიუსი - http://foto.delfi.lt/user/neboisia გარიყულა 2009. ტანგო. მხატვრები - თინა ბეპერლინგი და გუგა კოტეტიშვილი; ჟურნალისტმა პამელა რანერმა შექმნა პირველი კვლევითი ცენტრი. 2008
ემილ ლოჟიესა და ჟან დიუპუის ფილმი ფესტივალზე”Liquid Art”. http://www.artisterium.org ლიტველთა კულტურის კვირეული. სკოტ ტეილორის (მუსიკოსი საფრანგეთიდან და აშშ-დან) კონცერტი. 2007
ფოტოგრაფიის გამოფენა აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშეს როვენა ნაჯაფის ვიზიტთან დაკავშირებით და ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. "ბაბილონი კავკასია", 60 ფრანგი მხატვრისგან შემდგარი ქარავანი, რომელმაც იმოგზაურა საქართველოში, ჩეჩნეთსა და ყაბარდო-ბალკარეთში. ქარავანმა ჩაატარა კონცერტი გარიყულაში. ტურს ორგანიზაცია გაუკეთა მარჩო დორილას მხატვართა ფრანგულმა ასოციაციამ. 2006
რუსული გაზეთის ”შტაბ-კვარტირა”, მარინა წურწუმიასა და მიხეილ სტეპანოვის ფოტო-სესია და დისკუსია გარიყულაში. ქართველ-ფრანგთა შეხვედრა ეთნიკური კულტურის თემაზე კავკასიასა და საფრანგეთში. თანამედროვე ხელოვნების გამოფენა ”კავკასია”. მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ ცენტრში, რუსეთი. ფოტო-ექსპედიცია ფოტოგრაფ სემუელ ვუტონთან. 2005
კულტურის საერთაშორისო ცენტრმა მოიწვია გარიყულაში სტუდენტი რეჟისორები ლატვიიდან და საქართველოდან. ორგანიზატორი - ნინო ნოზაძე. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალი კულტურული განზომილებების ფილმში გადატანას. ნამუშევრები გამოიფინა საქართველოსა და ლატვიაში. გამოფენა ”გურმანიადა” - მიეძღვნა ქართულ საბაჟოს, სამზარეულოსა და კულტურას. მხატვრები: ყარამან ქუთათელაძე, გოგა კალანდაძე, გოგი და კოტე თოთიბაძეები, ნინა გომიაშვილი და ალექსეი კაზაკოვი. გამოიცა კატალოგი. სიმპოზიუმი ”ვენა-გარიყულა”. ორგანიზატორები: Kulturschmiede, ავსტრიის ფედერალური კანცელარია, ავსტრიის Kultur Kontakt, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და არტ-ვილა გარიყულა. განხორციელდა გიორგი ოქროპირიძის, ლუკას ჰორვაზისა და იოჰანას შტეიდლის მიერ. 15 ქართველი და ავსტრიელი მხატვრის ორკვირიანი შეხვედრა გამიზნული კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად, აგრეთვე ქართული თანამედროვე ხელოვნების ვენაში წარსადგენად, სადაც გაკეთდა კატალოგის პრეზენტაცია. ნამუშევრები გამოიფინა თბილისი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. ნიდერლანდელი, ლიტველი, თურქი და ქართველი მხატვრების ერთობლივი სიმპოზიუმი. ორგანიზატორები - ჰოლანდიის მხატვართა ასოციაციის ფედერაცია, ევროპელ მხატვართა საბჭო, UNESCO, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. მხატვრების თემა იყო მეგობრობა, რომელიც შთაგონებული იყო პოემით ”ვეფხისტყაოსანი”. 2004
”Wind from the Caucasus”. საქართველო-რუსეთის შეხვედრა გერმანელი მხატვრისა და ამერიკელი ჟურნალისტის მონაწილეობით. კატალოგი. არქიტექტურული პროექტი ”გარიყულა - ხელოვნების ცენტრი”. გამოფენა ვენეციაში, მეტამორფის მე-9 არქიტექტურული ბიენალე. იყო არქიტექტურული პროექტის ძირითადი პრინციპი - ტრანსფორმაციის იდეა, რომელიც შექმნეს დიმა მამაცაშვილმა და ირაკლი ვაჩეიშვილმა. 2003
შემოდგომის პლენერი. ორგანიზატორი - პოლონეთის საელჩო და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მოზარდ მხატვართა პლენერი. ორგანიზატორი - სანდრა რულოვსი, საქართველოს პირველი ლედი. როჯერ კოლომბიკისა და ჯეროლინ ბამ-კოლომბიკის გამოფენა. საქართველოში ამერიკის ელჩის რიჩარდ მაილსის რეზიდენცია. ორგანიზატორი - ამერიკის ელჩი. თბილისი, საქართველო. ფულბრაიტის მხატვრის კლიფტონ მეადორის ვორქშოფი წიგნის დიზაინზე. 2002
ფულბრაიტის მხატვარმა ჯოზეფ კეიგლმა დაარსა ხელოვნებისა და რესურსების ოთახი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მან ჩაატარა ვორქშოპი არტ-ვილა გარიყულაში, აქვე მოეწყო მისი გამოფენა. ქართველ პროფესიონალ მხატვართა სიმპოზიუმი. ორგანიზატორი - ნანა ბაღდავაძე (აშშ). ”ზაფხულის პლენერი გარიყულაში” და ”შემოდგომის პლენერი გარიყულაში”. შვეიცარიელი ფოტოგრაფის ირენე მააგის ვორქშოფი. კავკასიის არტ-მენეჯერთა ფორუმი. ზაფხულის სიმპოზიუმი. მონაწილეები: თბილისის სამხატვრო აკადემიის 20 სტუდენტი. ”ხელოვნება საზოგადოებრივ ადგილებში”, ფულბრაიტის მხატვარ როჯერ კოლომბიკის პროექტი. გარიყულაში შექმნილი სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. ორგანიზატორი: ამერიკის საელჩო საქართველოში და თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა. ფულბრაიტის მხატვრის ჯოზეფ კეიგლის გამოფენა გარიულაში. გამოიფინა სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. 2001
ფერწერისა და ფოტოგრაფიის მასტერ კლასები. 2000
თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა მიერ შეიქმნა ფოტო-ისტორია; კედლის მხატვრობის შექმნის პროცესსა და რეკონსტრუქციაზე. ქანდაკების სიმპოზიუმი რეზიდენციის პროგრამის ფარგლებში.
საკონტაქტო ინფორმაცია
კავსაძის ქ. 4, 0179, თბილისი, საქართველო
+995 32 143 338
karo@garikula.org
contact@garikula.org
http://garikula.com/ka-GE/home/




Search