AIRL
AIRL

Start/Pause
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
არასამთავრობო ორგანიზაციის “ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორია” დამფუძნებლები არიან ხელოვნებათმცოდნეები, კურატორები, ისტორიკოსები, სოციოლოგები, ურბანისტები, რესტავრატორები და მხატვრები.
დირექტორი და საბჭოს წევრები
ნანა ყიფიანი - დირექტორი, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის დოქტორი, ხელოვნების ინტერდისციპლინარული სტუდიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
თეა ტაბატაძე - ხელოვნების ისტორიის დოქტორი, კურატორი, გამოფენებისა და ვორქშოპების პროგრამების ხელმძღვანელი.
მზია ჩიხრაძე - ხელოვნების ისტორიის დოქტორი, ვიზუალური ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სამსონ ლეჟავა - ხელოვნების ისტორიისა და თეორიის დოქტორი, საბჭოს წევრი.
ლევან ჭოღოშვილი - მხატვარი, პროექტის მენეჯერი.
სტრუქტურა
დირექტორი და საბჭო დეპარტამენტები - ვიზუალური ხელოვნების სტუდია (მოდერნისტული, თანამედროვე); ურბანული და არქიტექტურის სტუდიები ბიბლიოთეკა გამოფენები და ვორქშოპები ორწლიანი სამაგისტრო კურსი ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორიაში (მომავალ წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის)
სტრატეგია/პრიორიტეტული მიმართულებები
თეორიისა და და პრაქტიკის, მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის გაერთიანება; ქართული ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის პრაქტიკის დაფუძნება და ამავე დროს, არტისტული, ინტელექტუალური და კულტურული თანამშრომლობისა და გაცვლების განვითარება; ყოველივე ეს მოიცავს ოთხ სფეროს: განათლება, ინფორმაცია, ქსელი და ინოვაცია (ინფორმაციის აქტიური გაცვლა, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე, კონტაქტების დამყარება კაცობრიობასა და ხელოვნების ინსტიტუციებთან).
განათლება
AIRL-მა გერმანულ-კავკასიურ უნივერსიტეტან თანამშრომლობით მოამზადა ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ხელოვნების ინტერდისციპლინარულ სტუდიებში.

პროექტები
2008-1999
თბილისი-ბაზელი-ფრაიბურგის მხატვართა გაცვლითი პროექტის კოორდინაცია ბაზელის ქრისტოფ მერიანის ფონდის მხატვართა საერთაშორისო პროგრამის (IAAB) ფარგლებში. ეს პროგრამა ერთადერთი გაცვლითი პროგრამაა საქართველოში. გამოფენები და ვორქშოფები
2009
თბილისი 6, “მუდამ კვირას”, საერთაშორისო პროექტი (გამოფენა, ფილმის ჩვენება) შვეიცარიელ კურატორ დანიელ ბაუმანთან თანამშრომლობით. ფანტასტიკური ტავერნა. თანაკურატორი დანიელ ბაუმანი. თბილისის ავანგარდი, გამოფენა კასი კაპლანის გალერეაში, ნიუ-იორკი, აშშ. 2007
თბილისის გარეგნული არქიტექტურა, გამოფენა – მრგვალი მაგიდა, პროექტი გრძელდება (დაფინანსდა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ). თბილისი 5, “ოთხშაბათი იყო ხუთშაბათი”. საერთაშორისო პროექტი (გამოფენა, ფილმის ჩვენება) შვეიცარიელ კურატორ დანიელ ბაუმანთან თანამშრომლობით, შინდისი-თბილისი, საქართველო. თბილისი 4. “ყოველი დღე შაბათია”. საერთაშორისო პროექტი (გამოფენა, ფილმის ჩვენება) შვეიცარიელ კურატორ დანიელ ბაუმანთან თანამშრომლობით, ხელოვნების ნაციონალურ ცენტრი, თბილისი, საქართველო (დაფინანსდა საქართველოსა და სომხეთში შვეიცარიის საელჩოს, პრო ჰელვეტიას, სტენლი თომას ჯონსონის შვეიცარიული ხელოვნების ფონდის, რიჩარდ მესის და თბილისელი მეგობრების მიერ). 2006
თბილისი 3, “მოდი, ვიცოცხლოთ ორშაბათამდე”. საერთაშორისო პროექტი (გამოფენა, ფილმის ჩვენება) შვეიცარიელ კურატორ დანიელ ბაუმანთან თანამშრომლობით, ბავშვთა ხელოვნების გალერეა, თბილისი, საქართველო (პრო ჰელვეტიას კულტურის ფონდისა და ჟენევის ვიზუალური ხელოვნების კანტონური ფონდის დახმარებით). 2005
“Out Law”- საერთაშორისო გამოფენა-ვორქშოპი, ხელოვნების ნაციონალურ ცენტრი, თბილისი, საქართველო (IFA-ს დახმარებით, შტუტგარტი, გერმანია), თბილისი 2, ’’ოთხშაბათი უხმობს მომავალს''. საერთაშორისო პროექტი (გამოფენა, ფილმის ჩვენება) შვეიცარიელ კურატორ დანიელ ბაუმანთან თანამშრომლობით, ხელოვნების ნაციონალურ ცენტრი, თბილისი, საქართველო (პრო ჰელვეტიას კულტურის ფონდისა და ჟენევის ვიზუალური ხელოვნების კანტონური ფონდის დახმარებით). 2004
“სამშაბათი გავიდა”- საერთაშორისო პროექტი (გამოფენა, ფილმის ჩვენება) შვეიცარიელ კურატორ დანიელ ბაუმანთან თანამშრომლობით, თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა, კლუბი 22. საქართველო (პრო ჰელვეტიას კულტურის ფონდისა და სამხრეთ კავკასიაში განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიული სააგენტოს დახმარებით). “ორმაგი ფსკერი”, ქართული თანამედროვე ხელოვნების გამოფენა კულტურისა და ხელოვნების გლობალური კოორდინაციის ცენტრსა (CGCCA) და გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით (პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ). ალან ჯონსტონის პერსონალური გამოფენა “Ambivalence” და ფილმის ჩვენება HAGI and YAMAGUSHI, N გალერეა, თბილისი, საქართველო (დაფინანსდა ბრიტანეთის საბჭოს მიერ). 2003
ვენეციის 50-ე საერთაშორისო ბიენალე “ოცნებები და კონფლიქტები”, ქართული ექსპოზიცია “Beyond Bans” (თიბისი ბანკის დაფინანსებით, საქართველო). 2002
კულტურის პოლიტიკა (გამოფენა-დებატები-დოკუმენტაცია). გალერეა "უნივერსი," თბილისი, საქართველო (AIRL-ის დაფინანსებით). სემინარები
2008
Blue Shield-ის ეროვნული კომიტეტის ასოციაციის კონფერენციაში მონაწილეობა, ქ. ჰააგა, ნიდერლანდები. 2001
ოქტომბერი - ხელოვნების საერთაშორისო სემინარი "DifferAnce 2" (შვეიცარიის პრო ჰელვეტიას კულტურის ფონდისა და ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით AIRL-ის დაფუძნებამდე). 2000
სექტემბერი - თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სემინარი "DifferAnce 1" (შვეიცარიის პრო ჰელვეტიას კულტურის ფონდის დახმარებით). მხატვართა საქმიანობის ხელშეწყობა

2005-2003
AIRL-მა დააფუძნა “თბილისის ურბანული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჯარო მონიტორინგის საბჭო, რომელიც აერთიანებს ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას: ჩვენ – “ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორია”, ურბანული განვითარების ცენტრი - კავშირი “ძველი თბილისი”, ICOMOS-ის ეროვნული კომიტეტი საქართველოში და ერთი სამთავრობო – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის კვლევის ინსტიტუტი. მთავარი მიზანია ქალაქის დაგეგმარების არსებული წესდების მიხედვით თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების პროცესის მონიტორინგი, რადგანაც დღესდღეობით პროცესი ძალიან სპონტანური და დაუგეგმავია; მუშაობის პროცესის სტიმულირება აუცილებელ საკანონმდებლო დოკუმენტებზე და მათთვის რეკომენდაციების მომზადება. 2004
არასამთავრობო ორგანიზაცია “UTA UNION”-სა და თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის დეპარტამენტთან თანამშრომლობით მუშაობა თბილისის კულტურული განვითარების კონცეფციაზე. პერიოდული გამოცემა

საკონტაქტო ინფორმაცია
ძმები ზუბალაშვილების #49, 0108, თბილისი, საქართველო
iliazd@airl.ge
info@airl.ge
www.airl.ge (მუშავდება)
www.tbilisi2.com
www.tbilisi3.com
www.tbilisi4.com
www.tbilisi5.com
www.tbilisi6.com





Search