საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა

  • undefined
    undefined
  • undefined
    undefined
  • undefined
    undefined
  • undefined
    undefined
  • undefined
    undefined
Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებეროვნული გალერეის დაარსება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება.
შენობა, რომელშიც ის არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო და მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი, დაარსდა. დიდების ტაძრის ექსპოზიციის ევაკუაცია მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რითაც სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა.
ეროვნული გალერეის პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკა პირველივე წლებში გამოიკვეთა: ქართული და არაქართული, ძველი და ახალი პერიოდების სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ანუ, რაც ფასეული შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე.
ექსპოზიციაში განთავსდა XVIII_XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული ფერწერა (ე.წ. თბილისური სკოლა), რუსული, დასავლეთ ევროპული, ირანული და თანადროული ქართული მხატვრობა.
გალერეის დაარსებიდან სულ მალე ის ფლობდა რაოდენობრივად და ხარისხობრივად საკმაოდ მნიშვნელოვან ფონდსაცავს რამდენიმე განყოფილებით. ფაქტობრივად, ეროვნულმა გალერეამ, რომლის ძირითად დანიშნულებას თანადროული სახვითი ხელოვნების წარმოჩენა წარმოადგენდა,სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფუნქციაც შეითავსა.
ამასთან, ცხადი გახდა, რომ შენობა არასაკმარისი იყო საგამოფენო საქმის გასაშლელად. გალერეამ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო თანადროული ხელოვნების გამოფენა.
მალე გაჩნდა გალერეის რეორგანიზაციის გეგმაც. დიმიტრი შევარდნაძის ყურადღების საგანი მეტეხის ციხე გამხდარა.
1933 წელს ხელისუფლებამ ქალაქის ციხე ორთაჭალაში გადაიტანა და მეტეხის ისტორიული შენობა ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექციას გადასცა. გადაწყდა, მეტეხში განთავსებულიყო ეროვნული გალერეის მთელი საგანძური, რომელიც შექმნიდა პლასტიკური ხელოვნების მუზეუმს. ამასთან ერთად, მოიაზრებოდა ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნაც. ამ დროისათვის გალერეა 6000 ექსპონატს ფლობდა.
1934 წლიდან ეროვნული გალერეა ხდება სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გამტარებელი მთავარი ინსტიტუცია სახვითი ხელოვნების სფეროში.
1980-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვანი სიახლეა გალერეის ცხოვრებაში.1988 წლის მარტში მხატვრის სახლის დირექციის ინიციატივით შეიქმნა სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება „სურათების ეროვნული გალერეა".
მასში შევიდა მხატვრის სახლი, საქართველოში არსებული საგამოფენო დარბაზები, სურათების გალერეები. გაერთიანების ცენტრალურ ინსტიტუციად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მოიაზრებოდა. მუზეუმის ექსპოზიცია ეროვნული გალერეის შენობაში, გალერეის ფონდების ბაზაზე, შეიქმნა. დაიგეგმა გალერეის შენობის რეკონსტრუქცია. საექსპოზიციო სივრცე ორჯერ გაიზარდა. საგამოფენოდ გადაკეთდა პირველი სართული, რომელიც მანამდე ფონდებსა და გალერეის სამსახურს ეკავა.
თანამედროვე ქართული ხელოვნების ვერნისაჟი 1989 წლის 18 სექტემბერს შედგა. 90-იან წლებში თბილისში განვითარებული ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო გალერეის შენობაში განთავსებულმა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მხოლოდ მცირე ხანს იარსება.
2007 წელს ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. დაიგეგმა გალერეის შენობის ფართო მასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე. შენობა გაიზარდა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე. რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ახალი საგამოფენო სივრცე. განახლებულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი. გალერეაში ფუნქციონირებს სანტა ესპერანსას ქსელის მაღაზია და კაფე./პროექტი პორტუგალიულმა არქიტექტურულმა კომპანია "Ainda Arquitectura"-მ შეიმუშავა./
განახლებული გალერეა 2011 წელს გაიხსნა.
2012 წლის 21 მაისს ეროვნულ გალერეას დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭა.

2011
"ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები, XX საუკუნის I ნახევარი"

საკონტაქტო ინფორმაცია
რუსთაველის გამზირი #11 თბილისი–0105
+995 32 2 15 73 00

info@museum.ge
www.museum.ge









Search