სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზი
სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზი

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის განახლებული გალერეა გაიხსნა 2010 წლის თებერვალში.
საბჭოს თავმჯდომარე: გია ბუღაძე
საბჭოს წევრები: კახა ტრაპაიძე, ნინო ღაღანიძე, თამაზ ვარვარიძე, ნინო ჭოღოშვილი, ნოდარ ამაშუკელი, ამირან ანანიაშვილი, სოფიო კილასონია, ნინო გუჯაბიძე, მაცაცო გაბუნია.

პრიორიტეტული მიმართულება
საერთაშორისო პროექტები
თემატური გამოფენები
პერსონალური გამოფენები

გალერეის საქმიანობა
დარბაზის მენეჯმენტს ახორციელებს სამხატვრო აკადემიის რექტორის ბრძანებით შექმნილი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ცხრა წევრით. მასში შემავალი წევრები წარმოადგენენ აკადემიის ფაკულტეტებს და ადმინისტრაციას. საბჭოს ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზთან დაკავშირებული განცხადება თუ წინადადება. ასევე სხვადასხვა განაცხადებისა და აკადემიის ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს საგამოფენო დარბაზში ჩასატარებელ გამოფენათა და სხვა ღონისძიებათა წლიურ გეგმას.
საბჭო განიხილავს მხოლოდ წერილობით შემოსულ განაცხადებს. ის იკრიბება კვირაში ერთხელ, სამშაბთობით და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. საგამოფენო დარბაზში გამოფენებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობისათვის ნებართვის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი.

საგამოფენო სივრცე
საგამოფენო დარბაზი წარმოადგენს ახლად რეაბილიტირებულ სივრცეს. რომლის მთლიანი ფართობიც შეადგენს 320 კვადრატულ მეტრს (40მX8მ). დარბაზი დაყოფილია ორ სხვადასხვა ტიპის სივრცედ, აღჭურვილია გათბობა-კონდიცირების სისტემით, სამუზეუმო და საგალერეო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე განათების სისტემით, პროექტორითა და ხმის გამაძლიერებელი სისტემით. ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია 100 გრძივი მეტრის მქონე კედლებზე, სპეციალურ საკიდებზე. ნამუშევრების საკიდებიდან იატაკამდე 4 მეტრი, ხოლო იატაკიდან ჭერის ბოლო წერტილამდე 9 მეტრი.
დარბაზი მუშაობს ორშაბათიდან - პარასკევამდე, სამუშაო საათებია 11:00-18:00. შაბათ - კვირას დარბაზის ფუნქციონირება მიიჩნევა არასამუშაო დატვირთვად, რაც აისახება დარბაზის ქირავნობის ტარიფზე.

საკონტაქტო ინფორმაცია
გრიბოედოვის ქ. # 22, თბილისი 0108, საქართველო
T+995 32 936 899 / +995 95 334 360
F+995 32 954 562






Search