საქართველოს მხატვართა კავშირი
საქართველოს მხატვართა კავშირი

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელობა
არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოს მხატვართა კავშირი დაარსდა 1932 წლის 5 იანვარს. იგი მემკვიდრეა 1916 წელს დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოებისა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სამუზეუმო საქმისა და სამხატვრო ცხოვრების განვითარებას.
საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე - გიორგი ჯანბერიძე
საქართველოს მხატვართა კავშირის თანათავმჯდომარეები: ჯეირან ფაჩუაშვილი, გურამ ცერცვაძე.

სტრატეგია, პრიორიტეტული მიმართულებები
საქართველოს მხატვართა კავშირის მიზანია ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ხელოვნებათმცოდნეობის განვითარების ხელშეწყობა, ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მხატვართა შემოქმედების, რეწვისა და ხალხურ ოსტატთა მხარდაჭერა. ზრუნვა კავშირის წევრთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვის, ხელშეწყობა პროფესიული საავტორო უფლებების დაცვისათვის.
საქართველოს მხატვართა კავშირში ჩამოყალიბებულია რეგიონალური განყოფილებები (აჭარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ქუთაისის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის), შემოქმედებითი სექციები (ფერწერის, გრაფიკის, გამოყენებითი ხელოვნების, ქანდაკების, მონუმენტური ხელოვნების, კრიტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის, კინოსა და თეატრალურ-დეკორატიული), კომისიები (ხალხური ოსტატების, ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის). კავშირი ხელმძღვანელობს საწარმოო საქმიანობას, აწყობს სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, პლენერებს, რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებს, მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, ეწევა საგამომცემლო საქმიანობას, აწესებს პრემიებს, წარადგენს მხატვართა კავშირის წევრებს სახელმწიფო ჯილდოებზე.



საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზის ფართობი 160კვ.მ.

საკონტაქტო ინფორმაცია
კალისტრატე ქუთათელაძის ქ. 6, თბილისი, საქართველო
+995 32 392 902
+995 32 397 929
+995 32 390 967






Search