საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელობა
ხელმძღვანელი - ნიკოლოზ მემანიშვილი
პროგრამების დირექტორი - ნინო ნახუცრიშვილი

სტრატეგია, პრიორიტეტული მიმართულებები
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ძირითად მისიას წარმოადგენს იმ პრიორიტეტულ შემოქმედებით მიმართულებათა ერთობლიობა, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის საერთო კულტურული აღმავლობის, საზოგადოების კულტურის დონის ამაღლების, პროფესიული მუსიკალური შემოქმედების სტიმულირებისა და მხარდაჭერის, მოზარდი თაობის ესთეტიკური გემოვნების, მუსიკალური ერუდიციის, ჭეშმარიტად მაღალ ხელოვნებასთან ზიარების ბუნებრივი მოთხოვნილების ჩამოყალიბების გზაზე.

მუსიკალური ცენტრის პრიორიტეტებს წარმოადგენს პროფესიული მუსიკალური შემოქმედებისა და საშემსრულებლო ხელოვნების ფართო პროპაგანდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ცენტრის მდიდარი საშემსრულებლო რესურსების სრულად გამოყენების გზით. ამასთან დაკავშირებით საკონცერტო სეზონების მანძილზე ვგეგმავთ ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობას – ძირითადად პარასკევების კონცერტების და ფესტივალების სახით.

ჩვენი საზოგადოების მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების შედევრებთან ზიარების მიზნით საქართველოში საგასტროლოდ ვიწვევთ სახელოვან უცხოელ და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მუსიკოსებს (დირიჟორებს, სოლისტებს). აგრეთვე დაგეგმილია საყმაწვილო-საგანმანათლებლო კონცერტების ციკლი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის; მუსიკალური ცენტრის მიერ დაფუძნებული 2 ფესტივალის ჩატარება ("კონტრაპუნქტი #2" და "სტუმრად კვარტეტთან"), ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე"; საკონცერტო ტურნე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში; სხვადასხვა სახის გამოფენები, რომელიც ეწყობა მუსიკალური ცენტრის ფოიეში და სხვ.



საკონტაქტო ინფორმაცია
დ. აღმაშენებლის გამზ.127, 0112, თბილისი, საქართველო
+995 32 915505
+995 32 915533







Search