თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზები
თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზები

Start/Pause
  • 1
  • 2
  • 3
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
თიბისი ბანკს აქვს სამი გალერეა თბილისში, ბათუმსა და სიღნაღში:
2005 წლის 26 თებერვალს თიბისი ბანკის ახალი სათაო ოფისის გახსნის პარალელურად გაიხსნა თიბისი ბანკის თბილისის გალერეაც.
2008 წლის 15 მარტს სიღნაღში ბანკის ახალ ფილიალთან ერთად გაიხსნა ასევე “თიბისი გალერეა”, სადაც მოეწყო ცნობილი ნონ-კონფორმისტი მხატვრის ვახტანგ დავითაშვილის გამოფენა.
2009 წლის 27 იანვარს ბათუმში, თიბისი ბანკის ახალ ფილიალთან ერთად გაიხსნა „თიბისი გალერეა“.
კურატორი - თამარ ზაქარიაძე / tzakariadze@tbcbank.com.ge

სტრატეგია/პრიორიტეტული მიმართულებები
თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზი არის ხელოვნების ცენტრი, რომლის მიზანია ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ხელოვანების პოპულარიზაცია.
თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზებში ყოველთვიურად რამდენიმე კულტურული ღონისძიება ტარდება. მათ შორის: ახალი წიგნების პრეზენტაციები, სამხატვრო და ფოტო - გამოფენები, ახალი ფილმებისა და მუსიკალური დისკების პრეზენტაციები, შემოქმედებითი საღამოები და ა.შ. 2006-2008 წლების განმავლობაში თიბისი ბანკში 300-მდე კულტურული ღონისძიება ჩატარდა.


საკონტაქტო ინფორმაცია
„თიბისი გალერეა“ - თბილისი
მარჯანიშვილის ქ. 16. თბილისი, საქართველო
+995 32 27 27 27
„თიბისი გალერეა“ - სიღნაღი
სიღნაღის ფილიალი, საქართველო
+995 255 3 12 65 / 3 13 65
sighnaghi@tbcbank.com.ge
„თიბისი გალერეა“ - ბათუმი
ზუბალაშვილის ქ. 37, ბათუმი, საქართველო
+888 222 79700
www.tbc.ge







Search