გალერეა „აკადემია +“
გალერეა „აკადემია +“

Start/Pause
გალერეა გაუქმდა
ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გალერეა დაარსდა 2008 წელს.
კურატორი: სოფიო კილასონია

პრიორიტეტული მიმართულება
ახალგაზრდა მხატვრების პერსონალური და ჯგუფური გამოფენები. ექსპერიმენტული პროექტები.
„აკადემია +“ საუკეთესო სივრცეა მცირე პერსონალური გამოფენებისთვის, თუმცა, გალერეის მიმართულება მაინც თანამედროვე მედიებია. "აკადემია+"-ის სივრცე საუკეთესოა ვიდეონამუშევრების ჩვენებისთვის, ასევე აქციური სახის კონცეფტუალური პროექტებისთვის.

გალერეის საქმიანობა
„აკადემია+“-ში რამდენიმე თანამედროვე მხატვრის პერსონალური გამოფენის შემდეგ ამოქმედდა პროექტი „თავისუფალი სივრცე“.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ეს პროექტი ემსახურება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების წახალისება-განვითარებას.
კონკრეტულად:
პროექტის სახელწოდების “თავისუფალი სივრცე” გააზრება შესაძლებელია როგორც პირობითად, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. პროექტი ითვალისწინებს სამხატვრო აკადემიის მცირე საგამოფენო სივრცის დათმობას მხატვრულ-შემოქმედებითი აქტივობებისთვის. ინიციატივების წარდგენა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების პროფესიონალ მხატვარს, ან ამჟამად თბილისის სამხატვრო აკადემიის, ან სხვა ქვეყნის უმაღლესი სამხატვრო სკოლისა და უნივერსიტეტის ბაკალავრის მესამე და უფრო მაღალი კურსის სტუდენტს. საინტერესი ინიციატივის შემთხვევაში მხატვარი და კურატორი აბსოლუტურად თავისუფლდებიან გალერეის მხრიდან შეზღუდვებისგან. სივრცე თავისუფალია გადასახადისგანაც.
არაპროფესიონალი მხატვრებისთვის გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორს ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოღვაწეობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს და თუ მას სხვადასხვა პროექტსა და გამოფენაში მიუღია მონაწილება.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ინიციატივა სამხატვრო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

საგამოფენო სივრცის ფართობი: 22 კვ.მ.

საკონტაქტო ინფორმაცია
შარდენის ქ. 19. თბილისი, საქართველო
T+995 32 936 899 / +995 95 334 360
F+995 32 954 562
info@art.edu.ge
www.art.edu.ge





Search