ART.GOV.GE   >   არქივი   >   2020   

არქივი




კონკურსი „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებშ

„კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში“
იხილეთ:
საკონკურსო დებულება;
განცხადება - დანართი N1;
საკონკურსო განაცხადი - დანართი N2;
საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა - დანართი N3;
ანგარიშის წარმოდგენის ფორმა - დანართი N4.


საკონკურსო განაცხადები მიიღება 2020 წლის 26 თებერვლიდან 2020 წლის 18 მარტამდე.

კონკურსი ილუსტრატორებისთვის - „მიხაი ზიჩის ჯილდო“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უნგრეთის საელჩო საქართველოში აცხადებს მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსს ილუსტრატორებისთვის, რომელიც თემატურად სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე სიცრუისას“ იგავ-არაკებს უკავშირდება. კონკურსი უნგრელი ხელოვანის მიხაი ზიჩის შემოქმედებას ეძღვნება და მისი მიზანია უნგრული და ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტების წახალისება, მათი შემოქმედებითი კავშირების განვითარება, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.

- კონკურსის პირობები: https://tbiliszi.mfa.gov.hu/eng/news/zichy-prize-2019
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში კონკურსანტებმა საშუალება მიეცემათ მიმართონ საელჩოს შემდეგ მისამართზე: mission.tbs@mfa.gov.hu

კონკურსი ოფიციალურად 2020 წლის 1 იანვარს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურის გამარჯვებული 2020 წლის აპრილში გამოვლინდება, რომელიც შემდგომ საქართველოში უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით, სამი კვირით საერთაშორისო სახელოვნებო ბანაკში გაემგზავრება.

უნგრელი ხელოვანის მიხაი ზიჩის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. იგი არის ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ავტორი. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს მუზეუმებშია დაცული.



Search