პროექტის შესახებ


საქართველოს თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი Art.Gov.Ge პირველი სისტემატიზირებული ონლაინ მონაცემთა ბაზაა საქართველოს მხატვრების, სახელოვნებო ინსტიტუციებისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თანამედროვე სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციას ლოკალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.
Art.Gov.Ge პორტალის მეშვეობით ინფორმაცია საქართველოს თანამედროვე მხატვრების შესახებ ხელმისაწვდომი გახდება ხელოვნების მოყვარულებისთვის, გალერისტებისთვის, კრიტიკოსებისთვის, სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მთელ მსოფლიოში. ვებ–გვერდი მუდმივად შეივსება ახალი ინფორმაციით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით "თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარების პროგრამის" ფარგლებში.
პროექტის პარტნიორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

პროექტის სამუშაო ჯგუფი
პროექტის კოორდინატორები:
თამარ ლორთქიფანიძე / საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო/
ნინო გედევანიშვილი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ხელოვნებათმცოდნეები:
ლანა ქარაია / საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მაკა ბეჟუაშვილი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი
დიზაინი:
სანდრო ანთაძე
გივი ბოლქვაძე
პროგრამისტი:
ლევან ჩხეიძე




Search